და თუ ღმერთია სადმე ამ ქვეყნად,სიყვარულია,ალბათ,ის ღმერთიც💜

9
მზე და მთვარე ერთი დედის ძუძუმტენი ყიფილან თურმე ოდესღაც.
ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეყვარებოდათ.
დაუტუქსავთ ორივენი მშობლებს.
ქალი მზედ იქმნა, ყმაწვილი მთვარედ.
ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულან, როგორც თვალის დაფახულება ერთი.
დაეძებენო იმის შემდეგ შეყვარებული ძუძუმტენი ერთმანეთს დღემდის.
მზეცა და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე.
და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავად სიკვდილი.
და თუ ღმერთია სადმე ამ ქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.
კონსტატინეს ქარი ქროდა სახეში, მიდიოდა, მიიმღეროდა, უითხავად მოსული ცრემლი ღაწვის თავზე ჩამოდიოდა, კარგად არ იცოდა მთვრალმა, ვინ მოჰგვარა ეს ცრემლი?
ქარმა თუ ქალმა?…
ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდეს. ეს საღამო გამოარკვევდა, რომელი მათგანი გადასწონიდა?:
სვეტიცხოველი თუ შორენა?
ორივენი ერთსა და იმავეს მოითხოვდნენ მისგან: სიცოცხლეს!!!
რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახურო ორთავეს თანაბრად?
„ასე ყოფილა ჟამის დასაბამიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.“
განა მეფისა და თალიკოსის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი? მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი“
„იცოდე, არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, როლელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.
ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული“
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.
დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც სიყვარულს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი.
„ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან“…💜
9