ჩემო მეგობრებო, ორი სიტყვით მინდა ჩემი აზრი გამოვხატო🥹მე იზა ომაძე საქართველოს მოქალაქე ხუთი შვილის დედა არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში ალბათ ამაზე დიდად არც არავინ აღშფოთდება, მაგრამ , არსებობს მაგრამ!!!!
თქვენ იცით რომ საქართველოში არის ერთადერთი კოალიციური მუნიციპალიტეტი წალენჯიხა, მე რომ ვიყო ამომრჩეველი წალენჯიხაში, აუცილებლად მივიდოდი საარჩევნო უბანზე, რადგან იქ სხვა რამეზეა საუბარი, იქ გაგლეჯვაზე, დაყოფაზე და გამოგლეჯვაზეა საუბარი…
მე ნიკო კვარაცხელიას დედა მთელი გულით გთხოვთ მიხვიდეთ წალენჯიხაში საარჩევნო
უბანზე და ხმა მისცეთ იმ მონაპოვარს რომელიც გვეუბნება რომ განსხვავებული აზრი არ არის მტრობა შენი მოწინააღმდეგისა, ხმა მისცეთ თქვენი შვილების უკეთეს მომავალს…
მე არ ვიცი სხვისთვის რას წარმოადგენს წალენჯიხა , მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ის წმინდა ადგილია , სადაც მშობლები განისვენებენ და სადაც ჩვენი საძვალეც იქნება როცა ღმერთი ისურვებს!!!!
გაიმარჯვე წალენჯიხა!!!!
ჩემი ერთი ფბ ხმა
ხვიჩა მებონია
Levani Belqania
Guga Darsalia
Gela Abuladze
მე ხვალ იქ ვიქნები სადაც ნიკო გამიძღვება!!!
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას!!!