და ჩაიკეტა კარი ჩემი ბედნიერების

7
მე ვუყურებდი,  შენ სისხლიან სხეულს,  გაყინულს, რად იყავი ასე უძრავი? იწექი და არინძრეოდი.მამა ტკივილნარევი ხმით გეძახდა, დაბრუნდიო გთხოვდა, რად არ დაბრუნდი? რადმიმატოვე, რად დამტოვე ასე უსულოდ, რად ჩამიკეტე ბედნიერების კარი? ვერავინ ვერ გააღოისე მაგრად გაიჯახუნე, იმ კარებს უკან მოხვდა ჩემი ლამაზი ბავშვობა.
დამტოვე და თან წაიღე ჩემი
 სული, ბავშვური სული.
იმ ღამეს მუხლმოდრეკილი ვეხვეწებოდი ღმერთს - ნუ წამართმევ, მიცოცხლემეთქი. 
არ შეისმინა, ყური არ მიგდო.
მან იცოდა,  როგორ მჭირდებოდი ბედნიერებისთვის, მაგრამ,  შენი თავი,  მაინც წამართვა.
ველოდებოდი როდის მომაკითხავდნენ და მეტყოდნენ "უნდა წავიდეთ, დემეტრემ გაიღვიძა".
მოვიდნენ, არაფერი მითხრეს.
ჩემ თავთან ისევ მარტო დამტოვეს.
სანამ კივილი არ ჩამესმა ყურებში მანამ ვლოცულობდი, გულში იმედის ნაპერწკლები მქონდა.
და ჩამესმა კივილი.
იცით როგორი ხმა აქვს ტკივილს?
შემზარავი, ენით აღუწერელი, სიტყვები არ გააჩნია და მხოლოდ სულიდან ამოსული (ტ)კივილია.
იმ ღამეს მხოლოდ შენ კი არა რწმენაც დავკარგე.
მჯეროდა რომ ლოცვას უდიდესი ძალა ჰქონდა, იმ ღამის მერე არც ლოცვის მჯერა.
ღმერთს თურმე შერჩევითი სამართალი აქვს.
დიახ-შენ ჩემთან უნდა ყოფილიყავი.
იქ, ზევით იმ ღამეს,  ვიღაცას რაღაც შეეშალა.
მოვკვდი და საერთოდ არაფერი წმინდა აღარ გამაჩნია ცხოვრებაში.
შენი წასვლის შემდეგ მე მხოლოდ სიკვდილის მჯერა და ცხოვრების ამაოების.
მეტი არაფრის.
რთულია როცა იაზრებ,  რომ ის აღარ მოვა, არასოდეს აღარ განმეორდება ისმოგონებები, რომლებიც მასთან გაკავშირებდა.წყდება რაღაც უხილავი ძაფი რომელიცთვალებს გიბინდავს, ყველას ხედავ მაგრამ იმ მთავარ ადამიანს ვერ ხედავ.
სიბნელეა, ყველა ბნელია მხოლოდ ის იყო ნათელი შენთვის, სინათლის სხივი შენიცხოვრების, რომელიც მოგიკლეს.
ჩემთვის ყველაზე წმინდავ, მენატრები სულით ხორცამდე.
როგორ მინდა შენ იყო ჩემთან,  ჩვენ ლამაზ სახლში მშობლებთან ერთად, ვმხიარულობდეთ ისეროგორც უწინ ხდებოდა.
7