"მზე და მთვარე ერთი დედის ძუძუმტენი ყოფილან თურმე ოდესღაც.
ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეყვარებოდათ.
დაუტუქსავს ორივენი მშობლებს.
ქალი მზედ იქმნა, ყმაწვილი მთვარედ.
ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულან, როგორც თვალის დაფახულება ერთი.
დაეძებენო იმის შემდეგ შეყვარებულნი ძუძუმტენი ერთმანეთს დღემდის.
მზეცა და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე.
და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი.
ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც."
კონსტანტინე გამსახურდია🤍