***
კვალში დამყვება ჩაფიქრებულს,
ნაბიჯარეულს,
წლებით, თვალებში გაწოლილი
წყება ნისლები..
ვკიდებ კედელზე ნახატივით
სიურეალურ
ყვითელ უდაბნოს და
სილურჯეს ოაზისების.
მხრებზე უღმერთოდ მემსხვრეოდა
წვიმის წვეთები,
ვაშლის კვირტებში გაიყინა.
შლეგი ცდუნება,
ვხატავდი, მკვეთრი იისფერი
სიზმრის სვეტებით,
მზეს, ახლა გულთან
სისხლისფერად
რომ იწურება.
და მკლავს სიყალბე...ნაბიჯ ნაბიჯ
მინდა მოვშორდე,
ასეთ სიცხადეს! (არც მეტია
არც ნაკლებია)
არავინ იცის, პოეტები
როგორ ცოცხლობენ,
არავინ იცის პოეტები
როდის კვდებიან.
***სადაც მცხუნვარე აგვისტო იწვა, სადაც გველივით წვებოდა კრულვა, ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცადა დედამიწავ როგორღა ბრუნავ!ისევ ვინატრე დეკემბრის თოვადა თოვლისფერი სიმშვიდე დიდი...რატომ მეგონა ჩემი დრო მოვა, დრო მხოლოდ მიდის...მიდის და მიდის.მე ახლაც ვრჩები გაკრული ჯვარზე, უკანასკნელი ცოდვილი თითქოს, მეფინოს შენი ხელები ტანზედა მჭირდეს შენი ხელების სითბო.ცხელი ფუნჯებით აგვისტო მხატავს, ვიღაც მიმაგრებს ჩამოშლილ თაღებს, მაშინაც წვიმდა...და წვიმა ჰგავდაციდან ჩამოყრილ დამსხვრეულ ჭაღებს.და მგონი, თვითონ აგვისტო წვიმდა, ახლა სული წვიმს, მერე ცას მიაქვს.ყვირილი მინდა, ყვირილი მინდა, მაგრამ სიჩუმეს მეტი ფასი აქვს, რომ ახლა მაინც ვერავინ უვლის, ჩემი სიჩუმის მშიერ ბახალებს, და ჩემი გული, ამაყი გული, უკანასკნელი ჟინით ფართხალებს.რომ იდუმალი ღამის ზმორებამ, შემომაგრაგნა იჭვის მანტია.არა, შენ არა!ეს მე, ცხოვრებამგაურკვევლობა არ მაპატია...და სადაც ცხელი აგვისტო იწვა, იქვე გველივით წვებოდა კრულვა!ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცადა დედამიწავ, როგორღა ბრუნავ?!
***
არდასაწვავი
ფოთლების ტკივილს,
დაკარგულ ლექსს და
დაკარგულ რითმას
ვერ ვეგუები...
და ფანჯრის იქით,
უბრალოდ
ამ ყრუ კედლების მიღმა,
დგას შემოდგომა, ნოტიო ჰავა,
განათებული რამპა მოედნის,
მერე ვიხსენებ -- ოცდაათია,
უკანასკნელი რიცხვი ნოემბრის...
შიში, გრძელი და უთოვარ ღამის,
შემოპარული ზამთრის ლანდებით...
ოთახში ქოთნის ყვავილებს ვუვლი
და გამხმარ ღეროს ოლიანდრების
წიგნის სანიშნედ ვინახავ ისევ,
საქმეა (ალბათ) ესეც მზაკვრული,
და წვიმით დამბალ კედელზე რჩება,
სახელი, ბრჭყალით ამოკაწრული.
***
ვეჩვევით დეკემბრის სუსხიან საცეცებსდა ვიდრე მთებიდან ზამთარი მოღოღავს,ის დროა, ბეღურებს ვუყრიდეთ ნამცეცებსდა ვწერდეთ ოქტომბრის პატარა მოთხრობას
ქუჩაზე ხავერდით და ყვითელფარდიანხეებზე შიშველი სიჩუმის აურით,რამდენი უშენო დღეები დადიან,წვიმებით, ქარებით, გაბმული ხმაურით
და ლექსით, რომელიც ყოფილა ნუგეში,მე თუმცა თვითმკვლელი ლექსებიც ვიცი დახელები გაშალე და მკერდში ჩამისვი,ვაითუ ფეხი მეც ამიცდეს მიწიდან,
ან მხრებით ვატარო დაღლილი ბეჭები,ვართ უასაკონი , თან დაგვაქვს ბავშვობა,სად შენ და სად ჩემი უთქმელი ეჭვები,სად შენ და სად ჩემი დეკემბრის განწყობა.
***