დედამიწაზე ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ხმა ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევამ წარმოქმნა

2
კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ხმის დონე, სავარაუდოდ, 310 დეციბელს შეადგენდა. 🌋🔊
✦ ამოფრქვევის ხმა 4800 კმ-ის დაშორებითაც ისმოდა, ხოლო ბგერითმა ტალღებმა პლანეტას რამდენჯერმე შემოუარეს.
1883 წელს, კრაკატაუს ამოფრქვევა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ვულკანური მოვლენაა.
იგი ინდონეზიაშია და ამოფრქვევა 1883 წლის 20 მაისს დაიწყო, 26 და 27 აგვისტოს კი ამოფრქვევების სერიით დასრულდა.
ამოფრქვევამ პიკს 27 აგვისტოს მიაღწია და ძლიერმა ამოფრქვევებმა კუნძულ კრაკატაუს 70%-ზე მეტი გაანადგურა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა, ხოლო წარმოქმნილი ხმა ისეთ ადგილებში ისმოდა, როგორებიცაა ავსტრალია და მავრიკი.
ამოფრქვევის შედეგად, ატმოსფეროში დაახლოებით 25 კუბური კმ. კლდოვანი ქანი, ფერფლი და პემზა ამოიტყორცნა, რის გამოც წარმოიქმნა ფერფლის ღრუბლები 27 კილომეტრამდე სიმაღლეზე, სტრატოსფეროში.
მოვლენამ ასევე გამოიწვია კუნძულის ორი მესამედის დაშლა და მასიური ცუნამი, რომლის სიმაღლეც 46 მეტრამდე იყო.
როგორც აღვნიშნე, ხმის დონე დაახლოებით 310 დეციბელი (დბ) იყო.
შედარებისთვის, 85 დბ-ზე მაღლა მყოფმა ბგერებმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის ხანგრძლივად დაზიანება, ხოლო 194 დბ-ზე მეტი ხმაური იწვევს დარტყმით ტალღებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ზიანი.
ამ დრომდე, კრაკატაუს მიერ წარმოქმნილი ხმის დონე არის რეკორდული და, ჯერჯერობით, არც ერთ მოვლენას ძალუძს ამაზე მაღალი ხმის წარმოქმნა.
2