დინოზავრები დედამიწაზე დაახლოებით 165 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ, მაგრამ მათი 75 პროცენტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ასტეროიდი Chicxulub-ი ჩვენს პლანეტას შეეჯახა ☄️
ასტეროიდის შეჯახებამ გამოიწვია "მეგა-ცუნამი", ორ კილომეტრამდე ტალღებით.
მაგრამ, როგორც ირკვევა, დინოზავრების გადაშენებაში "მეგა-ცუნამი" არ არის დამნაშავე.
მკვლევრების აზრით, ასტეროიდის შეჯახების შემდეგ, წარმოიქმნა "ულტრამცირე ნაწილაკური მტვერი", რომელიც ატმოსფეროში 15 წლის განმავლობაში დარჩა.
მტვრის ნაწილაკების ზომა 0, 8-დან 8, 0 მიკრომეტრამდე იყო.
ითვლება, რომ ამ ზომის სილიკატური მტვერი დაეხმარა დედამიწის ზედაპირს გაგრილებაში, რამაც გამოიწვია ცვლილებები მზის გამოსხივებაში, რომელიც გავლენას ახდენდა პლანეტის ფოტოსინთეზზე თითქმის ორი წლის განმავლობაში, ამან მცენარეული მასების დაღუპვა გამოიწვია.
ბელგიის სამეფო ობსერვატორიის პრეს-რელიზში იკითხება: „ფოტოსინთეზის გრძელვადიანი შეფერხება წარმოადგენს საკმარისად ხანგრძლივ პერიოდს, რათა სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც ხმელეთის, ისე საზღვაო ჰაბიტატებს."
„ბიოტური ჯგუფები, რომლებიც არ იყვნენ ადაპტირებული სიბნელეში, სიცივესა და საკვების ნაკლებობაში ცხოვრებაზე, თითქმის ორი წლის განმავლობაში, მასობრივ გადაშენებას განიცდიდნენ."
ტყის ხანძრების მიერ წარმოებული ჭვარტლი და გოგირდი ასევე მონაწილეობდა ფოტოსინთეზის დაბლოკვაში.