კომპანია ამბობს, რომ მისიის პირდაპირი ეთერი არ იქნება 🤔
• Virgin Galactic-ი მესამე კომერციულ კოსმოსურ ფრენას დღეს (8 სექტემბერს) შეასრულებს.
მისია "Galaxy 03"-ს ფარგლებში, კოსმოსში გაემგზავრება სამი ტურისტი, გაშვება კი ზუსტად ისე შედგება, როგორც წინა ორი მისია, თუმცა მათგან განსხვავებით, ამჯერად "ლაივს" ვერ ვიხილავთ, რის გამოც მოგვიწევს კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობა.
გარდა ამისა, უცნობია ბორტზე არსებული სამი ადგილის მფლობელის ვინაობაც.
კომპანია მეტ დეტალს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროებს, თუმცა რაც ცნობილია არის ის, რომ მგზავრებმა ბილეთები დიდი ხნის წინ, 2005 წელს შეიძინეს.
ამჟამად ბილეთის ღირებულება $450 000-ს შეადგენს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 2005-ში იყო.