,,ეფ-დი-ეიმ’’ შიზოფრენიის მკურნალობის ახალი მეთოდი დაამტკიცა

3
Cobenfy გახლავთ ახალი პრეპარატი, რომელიც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების ალტერნატივას გვთავაზობს 🧠💊
✦ ახლახან, აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შიზოფრენიის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა.
IFLScience-ს თანახმად, პრეპარატი, რომლის საბაზრო სახელწოდებაც "კობენფაია", აერთიანებს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ პრეპარატს, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ თავის ტვინის სრულიად სხვა მექანიზმზე.
შიზოფრენია არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ხშირად მოიცავს ფსიქოზის ეპიზოდებს.
ასევე შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს, პარანოიას ან ილუზიებს.
ამ სიმპტომების სამართავად, ექიმები პაციენტებს ხშირად უნიშნავენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს.
ეს წამლები ძირითადად ფოკუსირებული არიან დოფამინზე, ტვინის ძირითად ქიმიურ ნივთიერებას.
შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში დოფამინის გადაჭარბებულმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზი, ამიტომ ეს მედიკამენტები ხელს უწყობენ დოფამინის დონის შემცირებასა და ბალანსის აღდგენას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი მკურნალობდა და ჯერ კიდევ მკურნალობს ანტიფსიქოზური საშუალებებით, მათ ახლავთ ძალიან არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები, გარდა ამისა, ყველასთვის ეფექტური არ არის.
2023 წელს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიფსიქოზური პრეპარატები, რომლებზეც ადრე ფიქრობდნენ, რომ ფოკუსირებული იყვნენ ტვინში დოფამინის D2 რეცეპტორებზე, რეალურად უფრო ეფექტურად მოქმედებენ დოფამინის D1 რეცეპტორებზე.
ხოლო, ახალი პრეპარატი Cobenfy (ქსანომელინის და ტროპიუმის ქლორიდის კომბინაცია) გვთავაზობს ახალ მიდგომასა და, დოფამინის მაგივრად, ქოლინერგულ რეცეპტორებზე ფოკუსირებას.
მიუხედავად იმისა, რომ "კობენფაი" ზოგადად უსაფრთხოა, შეუძლია საჭმლის მომნელებელი პრობლემები გამოიწვიოს და არ გახლავთ რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები აწუხებთ.
IMAGE: YALE SCIENTIFIC
3