ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას✨

12
ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა.ასე ფიქრობდა მსახიობი ჩარლი ჩაპლინი.ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.ძალიან ვწუხვარ. არ მსურს ვიყო იმპერატორი. ეს არ არის ჩემი საქმე. არ მინდა ვმართო ან დავიპყრო ვინმე. მსურს დავეხმარო ყველას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება: ებრაელებს, წარმართებს, შავკანიანებს, თუ თეთრკანიანებს. ჩვენ, ყველას გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს, ეს ადამიანების ბუნებაშია. გვსურს ვიცხოვროთ ერთმანეთის ბედნიერებით და არა ერთიმეორის სიღარიბით. ჩვენ არ გვსურს გვძულდეს ერთმანეთი...თქვენ შეგწევთ ძალა, რომ შექმნათ თავისუფალი და მშვენიერი ცხოვრება და აქციოთ ეს სამყარო ლამაზ თავგადასავლად.საოცარი დედამიწა მდიდარია და შეუძლია ეს სიმდიდრე ყველას გაუზიაროს.აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე. ღრუბლები ირწევიან, მზე აცხუნებს და ჩვენც სიბნელიდან სინათლისაკენ მივექანებით! მივდივართ ახალ სამყაროში – კეთილ სამყაროში, სადაც ადამიანობა სიხარბეზე, სისასტიკესა და სიძულვილზე მაღლა დგას! სადაც ადამიანის სულისათვის ფრთები შეუსხიათ და საბოლოოდ მიუციათ შესაძლებლობა იმისა, რომ იფრინოს. და ისიც დაფრინავს, დაფრინავს ცისარტყელისკენ... იმედის ფერებში, ჩვენს მომავალში – დიდებულ მომავალში, რომელიც შენ გეკუთვნის და მე.. და ყველა ჩვენთაგანს... აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე...
12