......🌸გიჟი მარტია🌸.....
თითქოს ნელ- ნელა სიცოცხლესაც ეცვალა ფერი...მონატრებასაც შემოაცვდა ტრფობის მანტია...გაყინულ ხელებს ვატრიალებ...აქ ყველაფერიგაოცებამდე არის ნაღდი...სულში მარტია...
შენი თვალების უფსკრულებში მინდა ვიყუჩო...შენი ტუჩების კონტურები მკერდზე მატყვია...ამაოებას გავურბივარ...მინდა ვიურჩო...ძალა არ შემწევს ...მოდი , გარეთ ისევ მარტია...
ტუჩის კუთხეში მოპარული კოცნა მიფეთქავს...გულში ჩაკრულმა თმის სურნელი შემომატია...ვეღარ ვიზუთხავ გონებაში აწყობილ წესებს...ვარღვევ კანონებს...თავს ვიმშვიდებ...-გიჟი მარტია....
სუნთქვის მორევში ჩაძირული შენზე ფიქრები...თვალებში წამით დაჭერილი გრძნობის ლანდია...ამოვაყოლე მკერდზე ხელი...ვეძებ შენს სახეს...სახეს -რომელიც ჩემთვის გრძნობის ანდამატია...
ჩემში გიპოვე -ოცნებებში გადამალული...სულის ტილოზე ეს სიგიჟე -ცრუ ნახატია... თვალებს მიკოცნი...მესმის შენი ჩუმი დუდუნი...ჩემო პატარავ,ნუღარ დარდობ...ახლა მარტია...
***
...., , ააწრიალებს სულს უშენობა"....ფიქრი მოვარდნილ მეწყერა გადარებს....
ჩემს სასთუმალთან ჩავრჩები ობლად და სული შენთან ალერსს მაბარებს....
მომენატრები ხანდახან ისე....ნდომა წამლეკავს, უკვალოდ დავალ....
შენი სურნელი შერჩა ჩემს ტუჩებს და ხშირად სწორედ ამ ტუჩებს ვმალავ....
დაე , წალეკოს ვნებამ მთლიანად ჩემში სიწმინდით ნაშენი გრძნობა....
ვერ დავაჯერო სულს უშენობა....გულს შემოვაცვა შენდანი ნდობა...
მონატრებისთვის არ სჯიან მნატვრელს... მონატრებაა თავად სასჯელი...
ვერ გხედავ... გეძებ...ჩუმად გეძახი და უნებლიედ ხდები დამსჯელი....
ოცნების ფერში ვაზავებ ტუჩებს....შენი სურვილით სავსეა ღამე....
გავცქერი ბნელში ნათელ წერტილებს.... უხმოდ გეძახი-მითხარი რამე....
მომწყურდი....ჩუმად ვჩურჩულებ გულთან და შენს მკლავებში ფიქრებს ვატირებ....
მიმაქვს ეგ სუნთქვა თმებში ნარევი ....და დაბრუნებას აღარ ვაპირებ....
***
მე შენ მიყვარხარ....ამოდუღდა ძარღვებში თრთოლვა....მე შენ მიყვარხარ....ვჩურჩულებ და ვაჯერებ ფერებს....ამოუცნობი ნოსტალგია მიპირებს კვდომას....მზიდან წამოსულ სხივებს ვაფენ ნაზად ჭრილობებს....
სუნთქვა მჭირდება აკორდებად რომ ვშობო გრძნობა და ნაზამთრალი სიყვარული გავალღო ჩემში....სუნთქვას მოგპარავ დახამებილ ნაკოცნ ტუჩიდანდა ავყვავდები.... იასამნად მეფრქვევა თქეში....
ურცხვად ვიხსენებ მიტოვებულ ფიქრში შეგრძნებებს....გალუმპულ ტუჩებს ჩავაყოლებ ყელზე ნათითურს ....მკვდარ არტერიებს გავუხშირებ მოცისფრო ფეთქვასდა გულისცემას ავაყოლებ მოვარდნილ ველურს....
თვალებს შერჩებათ ალბათ მაინც სევდის ნაფლეთი,ვერ მოვახერხე,რომ საწუთროს მოვპარო შვება....მოდი, ჩამჭიდე გაციებულ ხელზე ხელებიდა დამავიწყე-სასწაული რომ აღარ ხდება....
ოოჰ ,ისე შორს ხარ,ისე ახლოს, რომ მიჭირს მოგწვდე....გაფიქრებაც კი მზარავს ხშირად ამაო განცდის.... თვალებს დავხუჭავ , ტუჩებს ვმალავ, გავყურებ წყვდიადს....და გაზაფხულის მონატრება სიკვდილს არ მაცდის....***
....ჩემში აინთები.... ცეცხლად აალდება შენი მონატრება....სუნთქვის არტერიას ზამთრის გარიჟრაჟი მკლავზე გადაიხვევს ,ისევ გელოდები....ყვითელ მირაჟიდან მოდის მოლანდება,მოდის და ოქროს თმებს თეთრი მონაბერით ტოტებს გადაახვევს....
....სუნთქვას შემიჩერებს შენგან გადმომსკდარი კოცნის ქარიშალი....ყველა ნატუჩარი ამოყვავებულ მკერდის ხალად დააჩნდება....თითო ამოსუნქვა ბაგეს მოწყვეტილი ტკბილი ლოცვა არის და ცოდვის ბილიკზე მწველი სიყვარულიც იად ამოჩნდება....
....ორსულ კვირტებიდან თრთოლვით ამოსკდება შენი მოფერება....ტუჩებს მოწყვეტილი ჩუმი ჩურჩული და ოხვრის აკორდები....ჩემში შთაინთქმები როგორც გაზაფხულის ცხელი გაელვება ....და ვარდობის ბოლოს ტრფობით დაჩითული ახლად ავყვავდები....
***
იცი? სულ მიკვირს, უშენობით რად მეკვრის სუნთქვა...მონატრებისფერ ბურუსს რატომ დავეძებ სულში...თვალებს რად ვკიცხავ, უშენობით თუ შეძლეს ხედვა, სევდის ფერებით რატომ ვღებავ სისხლძარღვებს გულში...ამონასუნთქი ჰაერივით გაიქნა გრძნობა,შენში ნათესი სიყვარულის მოსავალს ველტვი...ამოვურიე სულში, გულში განცდების გროვას და გაყინული ხელები მაქვს ქვადქმნილი ბელტი...
უმოქმედობის ზენიტს გასცდა მდუმარე ყოფა...ვეღარ მივმხვდარვარ-შენით ვსუნთქავ თუ შენში ვკვდები...ნეტავ ოდესმე გაგჩენია უჩემო განცდა ??ან თუ მოგსმის მარტოობის ამაო ხმები?....
ნელ ნელა ვაცლი ჩემს ცხოვრებას ეკლიან ჯებირს...კვლავ გამიტაცებს ქარიშხლისგან აჭრილი ტალღა...წითელ-ყვითელი ბილიკებით ვამარცხებ ლოდინს...ბედნიერების ახალ განცდით ვაპირებ დაღლას...