თბილისში, ექსპო ჯორჯიას სივრცეებში, 25 მაისს წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე დაიწყო. ღონისძიება 28 მაისამდე გასტანს.
მე-11 პავილიონში წარმოდგენილია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.
ფესტივალი კვლავაც მასპინძლობს პროექტს, "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.
მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე და ღონისძიების ციფრულ პარტნიორ veli.store-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეუძლია.