არავითარი ,,ორმოცი წესი" -სიყვარულს მხოლოდ ერთი აქვს წესი :გწამდეს სურნელის,გწამდეს შეხების,გწამდეს თვალების,გწამდეს,რაც გესმის...
მისი სურნელი - კისერთან ახლოს,მისი შეხება - მზესავით თბილი,მისი თვალები - დღემდე რომ გათბობს,მისი მშვიდი ხმა - საოცრად ტკბილი...
უნდა იწამო ხუთივე გრძნობით - შეხებით,სუნით,სმენით და მზერით ...სიზმრადქცეული რეალურ ბოდვით,ცისარტყელური შვიდივე ფერით,
რომ მისი გემო არ დაგავიწყდეს,რომ მისი სულის იგრძნო შეხება,მერე ჯანდაბას,თუნდაც წავიდეს,თუნდაც გახეთქონ ზეცა მეხებმა...
შეთხზან ათასი ლეგენდა,მითი,როგორ გიყვარდა და როგორ გწამდა,როგორ მოგაჭრეს ხუთივე თითი - ხუთივე გრძნობა,ცოცხლად რომ გწვავდა...
სიყვარულს მხოლოდ ერთი აქვს წესი -გწამდეს თვალების, გწამდეს, რაც გესმის .
***
მეჩვენება,რომ გიჭირს უჩემოდ,მერე ვფიქრობ,რომ სასტიკად ვცდები,მასწავლე ფიქრებს რითი ვუშველო?როგორ გავშალო მოჭრილი ფრთები?
გიახლოვდები,ისევ გშორდები,მოსვლას ვერ ვბედავ,წასვლაც არ მინდა,მინდა ისმინო ჩემი ბოდვები,მინდა შენს მხარზე უხმოდ გარინდვა.
ჩემი თმა, წვიმის წვეთებით მთვრალი, შენი თითების იყოს სავანე,მე ვიყო შენი ოცნების ქალი -გადარეული, ცელქი და მავნე,
ყველა საათი გაჩერდეს წეთით,ყველა მდინარემ იცვალოს მხარი,მოშორდეს ყელში გაჩრილი ბურთი, შეივსოს ყველა ღრიჭო და ბზარი.
მე ძველ სამყაროს ფრჩხილებით დავშლი,ახალ, უცნაურ სამყაროს შევქმნი,ვიქნებით ორნი ედემის ბაღში ,შენ - ჩემი თიხა,მე - შენი ნეკნი.
ვიცი,გაოცებს ეს ფორიაქი -გულმა სათქმელი ბევრჯერ დაფარა,თუმცა, სურვილის ტკბილი თრიაქი ჩემმა ურჩობამ ვერ გადაფარა.
ეს შემოდგომაც ასე ჩაივლის,ისევ უშენოდ დამაწვიმს ქარში,მაგრამ ეს გრძნობა არ გადაივლის - შენი თითები დამრჩება თმაში.
***
მე არ ვარ მოსე,მაგრამ ათი მცნება ჩავიბარე -გულის ფიცარზე დაწერილი სიყვარულის ათი მცნება,თუმცა,ისეთივე სუსტი გამოვდექი მათ დასაცავად,როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს შეეფერება.
მე არ ვარ იონა, მაგრამ ვეშაპმა გადამყლაპა -ცივმა,უსახურმა ვეშაპმა,სახელად მარტოობადა უკვე სამ დღეზე ბევრად მეტია,რაც უფალს ვევედრები გამომიხსნას.
მე არ ვარ ნოე,მაგრამ გულცივობის წარღვნაში,ჩემი გულის კიდობანში, წყვილად შევასახლე ყველა ემოციადა ვეცადე გადამერჩინა.
მე არ ვარ იესო,მაგრამ მამლის ყივილამდებევრად უფრო ადრე და ბევრად მეტჯერ უარმყვეს
და ამიტომაც,თუმც არ ვარ თომა,ისე ვერ ვიწამებ,თუ ჭრილობებში ხელები არ ვაფათურედა არ დავრწმუნდი,რომ სტკივათ უჩემობა.
მე არ ვარ ანგელოზი და არც არავისთვის მომიხვევია თავზეფრთების შრიალი.
მე არ ვარ სატანა,მაგრამ ძალა შემწევსჯოჯოხეთურად გავიცინო ყველა გულის ტკივილზე.........მე არ ვარ პილატე,მაგრამ ხელები დამიბანია....
***
არ მინდა მერქვას ძლიერი ქალი,მინდა მჩუქნიდნენ გვირილებს,ვარდებს,გადავიხადე ათმაგად ვალი,რას იტყვის ხალხი აღარ მადარდებს.
მინდა ტყის პირას პატარა ქოხი,ქოხში ბუხარი,ბუხარში ცეცხლი,ბუხრის წინ ჭრელი,ნაქსოვი ნოხი.....თქვენთვის წაიღეთ ოქროც და ვერცხლიც.
მესმოდეს სუნთქვა ძლიერი მკერდის,ვიგრძნო ჩემს მხართან ძლიერი მხარი,წაშალოს კვალი დარდის და სევდის,არ დამავიწყოს, რომ მე ვარ ქალი,
რომ გაზაფხული ყოველთვის მოდის,რაც უნდა მკაცრი იყოს ზამთარი,რომ გამართლება მუდამ აქვს ლოდინსდა მე კი მყუდრო თავშესაფარი.
***
ტერენტის
თანდათან მეც ვიწყებ ლანდებთან შეჩვევას - ხანდახან მგონია,რომ თავად ლანდი ვარ....გაძნელდა სულისთვის ფერების შერჩევა...ლანდივით უხმოდ და უკვალოდ დავდივარ.
ხანდახან ვხვდები,რომ მეც მინდა გაფრენა - ხანდახან მიწაზეც ძლივს ვადგამ ნაბიჯებს...ხანდახან მაოცებს მზის სხივთა განფენა,ხანაც კი უბრალო რაღაცაც მაგიჟებს.
არ მინდა სიცოცხლე, სიკვდილიც არ მინდა -რაღაცა სხვა მინდა... ცისფერი ოცნება...თუ სული შემთხვევით უკვალოდ გაფრინდა,იქნება მიწიონ წმინდანთა ლოცვებმა.
ზარივით ჩამესმის - ,,გახსოვდეს სიკვდილი",თანდათან ვეჩვევი სიბერის აჩრდილებს,შენსავით დამჩემდა გლოვა და ტირილი,სიცოცხლის ფერები ლანდებმა დაჩრდილეს...
თანდათან მეც ვიწყებ ლანდებთან შეჩვევას - ხანდახან მგონია,რომ თავად ლანდი ვარ....გაძნელდა სულისთვის ფერების შერჩევა...ლანდივით უხმოდ და უჩუმრად დავდივარ.....
***
აიძრე სახიდან ეგ ყალბი ღიმილი,აივსე თვალები გულწრფელი ცრემლებით,აუშვი გულიდან დაბმული კივილი,ნუ ცდილობ დამალო უმწეო ხელები.
არ თქვა, რომ კარგად ხარ,არ თქვა,რომ არ გიჭირს,რად გინდა ამდენი უაზრო ტყუილი?ძილის წინ ტკივილი ყელში რომ წაგიჭერს,მიუშვი,არ შეგრცხვეს მგელივით ყმუილის.
გული არ მიუგდო, საჯიჯგნად, ტკივილებს,ამოთქვას წუხილი- ნუ უშლი,აცალე... იტირე,იტირე,გულწრფელად იტირე,დაცალე,დაცალე,ბოლომდე დაცალე.
დაცლილი გულით და დაცლილი თვალებითუკეთ სჩანს სიცოცხლის ნათელი ფერები,აუშვი ოცნების ქათქათა აფრები,აფრინდი და ღრუბლებს მოჰხვიე ხელები....
აიძრე სახიდან ეგ ყალბი ღიმილი....