თინა ბოკუჩავა - ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს

2
ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის - ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი, რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი ემოცია იმ უდიდესი ტრაგედიის შესახებ, რაც ჩვენს დიდ ოჯახს დაატყდა თავს.
ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის - ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს.
ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს ამ ენითაღუწერელ დანაკარგს.
დანარჩენი სიტყვები ზედმეტია”, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
2