თუ თქვენი ბავშვი საკვებს არჩევს, ეს არც თქვენი ბრალია და არც მისი

2
კვლევამ დაასკვნა, რომ ბავშვების მიერ საკვების შერჩევითი მიღება უფრო გენეტიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მათ ირგვლივ არსებულ გარემოსთან 🤔
• მკვლევრებმა ინგლისსა და უელსში იდენტური და არაიდენტური ტყუპი ბავშვების ჯგუფები შეისწავლეს და ფოკუსირდნენ 16 თვიდან 13 წლამდე ბავშვებზე დაკვირვებით მიღებულ მონაცემებზე.
კვლევამ აჩვენა, რომ 16 თვის ასაკში გენეტიკური ფაქტორების გავლენა შეადგენს 60%-ს, რაც 3-დან 13 წლამდე ასაკს მიღწეულებში 74%-მდე გაიზარდა.
გარემო ფაქტორები, განსაკუთრებით ისეთი, როგორიცაა თანატოლების გავლენა, უფრო ეფექტური ხდება ასაკის მატებასთან ერთად.
ხოლო, ზოგადი გარემო ფაქტორები (მაგ. ოჯახში კვება) მნიშვნელოვან როლს მხოლოდ ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში თამაშობს.
შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხში მშობლები არ უნდა გრძნობდნენ თავს დამნაშავედ ან არ უნდა ინერვიულონ თავიანთი შვილის/შვილების მიერ კვებისას გამოვლენილი ქცევების გამო, რადგან შერჩევითი კვება ძირითადად თანდაყოლილია.
მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიული კვება შეიძლება გაგრძელდეს მოზარდობის პერიოდშიც, ეს არ გახლავთ უწყვეტი ჩვევა.
მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.
2