მთვარის რბოლას იაპონიაც შეუერთდა 🚀🌕
• იაპონიამ 6 სექტემბერს ერთდროულად ორი ამბიციური მისია გაუშვა - მთვარის ინოვაციური დასაჯდომი მოდული SLIM-ი და მძლავრი რენტგენული კოსმოსური ტელესკოპი XRISM-ი.
H-2A რაკეტა, რომელშიც SLIM-ი და XRISM-ი იყო მოთავსებული, ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.
მართალია, მისია უამინდობის გამო 10 დღით შეყოვნდა, მაგრამ წარმატებით დაიწყო.
ორივე კოსმოსური აპარატი განლაგდა გეგმის მიხედვით, აფრენიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, რამდენიმე თვეში SLIM-ი იქნება მოწყობილობა, რომლის წყალობითაც მთვარეზე იაპონია პირველად მოხვდება.
» ,,SLIM-ი შეეცდება შექმნას მსუბუქი სისტემა მომავალი ზონდებისთვის და გამოიყენოს წერტილოვანი დაშვების ტექნოლოგია, რომელიც ასევე საჭიროა მთვარის მომავალი ზონდებისთვის," - წერენ კოსმოსის კვლევის იაპონიის სააგენტოს (JAXA) ოფიციალური პირები.
„პროექტი მიზნად ისახავს უფრო ეფექტური სადამკვირვებლო აღჭურვილობის წონის შემცირებასა და შეზღუდული რესურსებით პლანეტებზე დაჯდომას, მზის სისტემის სამომავლო შესწავლისთვის“, - დასძინეს მათ.
ამრიგად, იაპონია გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც მთვარის შესწავლის დაწყებას ცდილობს.