იების ბაღი 🌺

11
 მინდა გაგაცოცხლო. მინდა  გასუნთქო. მინდა  ჩაგეხუტო.მინდა  შეგიგრძნო.მინდა  გულში ჩამიკრა.მინდა  გეწუწუნო.მინდა  გაგიბრაზდე.მინდა  გაგაცინო.მინდა  გაკოცო.მინდა  ხელი ჩაგკიდო.მინდა  დაგიძახო.მინდა  გიპასუხო.მინდა  აგატირო.მინდა  გაგათბო.მინდა  გისაყვედურო.მინდა  შეგიყვარო.მინდა  გიყვარდე.მინდა  შეგეხო.მინდა  გაგამხიარულო.მინდა  აღგადგინო.მინდა  გიმღერო.მინდა  გიყვირო.მინდა  დაგაბრალო.მინდა  დაგიცვა.მინდა  განერვიულო.მინდა  მახსოვდე.მინდა  გიტირო.მინდა გიგლოვო.მინდა  გაამაყო.
რამდენი  რაღაც  მინდა  და 
ამ  ყველაფრისთვის  მხოლოდ  შენ ხარ  საჭირო.
მაგრამ  მთავარი  რაც  მინდა: მინდა  ჩემთან  იყო. მინდა  შენთან  ვიყო. მინდა  თქვენთან  ვიყო.მინდა  ერთად  ვიყოთ.🥀
მინდა  დამიბრუნდე.
სიმარტოვე  იცით  რა  არის?
როცა  მხოლოდ  გინდა.
ალბათ  შევხვდებით  სადმე იმიერში. და  თუ  არ  შევხვდით, მაშინ  მე ვარსკვლავებს  გამოვატან  წერილებს შენთან. ისინი  გეტყვიან  სათქმელს.
თუ  ოდესმე  ვარსკვლავები  ვერ დავინახე  ჩემს  ცხოვრებაში  მაშინ ჩავთვლი  რომ  მე  სულიერად მოვკვდი.
 შენთან  კავშირის  გაწყვეტა  - სიკვდილის  ტოლფასია.
შენ  მასწავლე  რომ  არ  შევუშინდე ტკივილს.
არ  ვუშინდები.
მედგრად  ვუდგები  და  ყოველი ტკივილისას  ერთ  ყვავილს  ვამატებ ჩემი  სულის  უბეს.
შენ  დამეხმარე  საკუთარი ტკივილისგან  შემექმნა  ბაღი.
ბაღი  სადაც  მხოლოდ  იები აყვავილდებიან. 
ერთ  დღესაც  ბაღი  იებით  გაივსება და  ჩემს სულში  აღარ  იქნება ადგილი  ახალი  ყვავილისთვის.
ალბათ  მხოლოდ  მაშინ მიხვდება სამყარო  რომ საკმარისი  ია აყავავილდა  ჩემს  სულში.
“იმ  ღამით,   როცა  ჩემგან წახვედი, გამომეღვიძა,   ნამსხვრევებად  ვიყავ ქცეული  და  ნამსხვრევების თავმოსაყრელად,   ჩემი  თვალის უპეები  გამაჩნდა  მხოლოდ.”
11