ინდოეთის როვერმა მთვარის სამხრეთ პოლუსზე აქამდე აღმოუჩენელი ელემენტები აღმოაჩინა

6
ამასობაში, ინდოეთს მთვარის კვლევაში წინსვლა აქვს 🌕
• ინდოეთი მთვარეზე მხოლოდ გასულ კვირას დაეშვა, მაგრამ მისიის Chandrayaan-3-ს ფარგლებში უკვე გაკეთდა პირველი მეცნიერული დაკვირვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე.
ISRO-მ განაცხადა, რომ ზედაპირზე ლაზერების დაშვებით, როვერმა დაადასტურა გოგირდის არსებობა.
ეს არის პირველი როვერი, რომელიც მთვარის სამხრეთ რეგიონს სწავლობს.
წინასწარი ანალიზები ასევე მიუთითებს ალუმინის, რკინის, კალციუმის, ქრომისა და ტიტანის არსებობაზე.
» ,,დამატებითმა კვლევამ გამოავლინა მანგანუმის (Mn), სილიციუმისა (Si) და ჟანგბადის (O) არსებობა,” - დასძინა ISRO-მ.
„წყალბადის არსებობის საფუძვლიანი კვლევა მიმდინარეობს," - წერს სააგენტო 𝕏-ზე.
• მთვარის სამხრეთ პოლუსი ითვლება წყლით მდიდარ ნაწილად და Chandrayaan-3-ის როვერი მომდევნო ორ კვირას, ლაზერების გამოყენებით, გაყინული წყლის ნიშნების ძიებაში გაატარებს.
ასევე, შეისწავლის ატმოსფეროს და გაარკვევს აღნიშნული პოლუსის შემადგენლობას.
იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირზე წყალი გაყინულ მდგომარეობაში მართლაც აღმოჩნდება, კაცობრიობა შეძლებს სასუნთქი ჟანგბადის წარმოებასა და მთვარის ბაზების რეალიზებას.
ასევე, შეიძლება უზრუნველყოს სარაკეტო საწვავისთვის აუცილებელი ნივთიერებები, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მარსზე მისიების გაგზავნაში.
ასე რომ, ახლა საუკეთესოდ უნდა იქნას გაგებული ინდოეთის წვლილი ამ ყველაფერში. Go India!
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
6