,,ინტერსტელარში’’ წყლის პლანეტაზე სცენის დროს, ფონური თანმდევი მუსიკა შეიცავს აღქმად ტიკტიკს

5
,,ინტერსტელარში’’ წყლის პლანეტაზე სცენის დროს, ფონური თანმდევი მუსიკა შეიცავს აღქმად ტიკტიკს.
ეს ტიკტიკი ყოველ 1.25 წამში მეორდება და წარმოადგენს დედამიწის 1 სრულ დღეს.
ამის შესახებ Reddit-ის მომხმარებელი წერს თავის გამოთვლებზე დაყრდნობით:
» „Interstellar-ში, წყლის პლანეტაზე (მილერის პლანეტა) სცენის დროს, "საუნდტრეკი" შეიცავს ტიკტიკის აღქმად ხმას.
ეს ხმა ყოველ 1.25 წამში მეორდება და თითოეული ტიკტიკი, რომელიც გესმით, ნიშნავს ერთ გასულ დღეს დედამიწაზე, " - დაწერა Reddit-ზე მომხმარებელმა.
თავისი თეორიის გასამყარებლად მან მათემატიკური ფორმულაც გაგვიზიარა.
» „თუ "საუნდტრეკის" 60 წამს აიღებთ და დათვლით ტიკტიკის რაოდენობას, მიიღებთ 48 ტიკტიკს.
60/48 = 1.25 - აი, აქედან ვიღებთ ამ 1.25-წამიან ინტერვალს.
როგორც ვიცით, საათში 3600 წამია.
ფილმში აღნიშნავენ, რომ პლანეტაზე (მილერის) ყოველი საათი დედამიწის დროით დაახლოებით 7 წელია.
7 წელი არის 221 000 000 წამი.
221 000 000 გავყოთ 3 600-ზე და მივიღებთ დაახლოებით 61 400 წამს, რომელიც გადის დედამიწაზე წყლის პლანეტაზე გატარებული ყოველი წამის პარალელურად. (ანუ, 1 წამი წყლის პლანეტაზე = 61 400 წამს დედამიწაზე)
61 400 გავამრავლოთ 1.25-ზე (ინტერვალზე) და მივიღებთ 77 000 წამს, ანუ 21 საათს.
ამრიგად, თითოეული ტიკტიკი უდრის დედამიწის 1 დღეს.
თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ტიკტიკი უდრის დედამიწის ზუსტად 1 დღეს (86 400 დედამიწის წამი), მაშინ 1 საათი შეესაბამება დედამიწის 7.88 წელს.
ის ზედმეტი 0.88 კი შეიძლება ყოფილიყო ეკიპაჟის მიერ დამრგვალებისას დაშვებული შეცდომა.
დამატებითი ინფორმაცია: დროის გაფართოების კოეფიციენტი 61 320 იძლევა ტიკტიკის 1.409 წამიან ინტერვალს, ხოლო ტიკტიკის 1.25 წამიანი ინტერვალი იძლევა დროის გაფართოების კოეფიციენტ 69 120-ს, ” - დაწერა "რედიტზე" მომხმარებელმა @akick31-მა.
ამ თავბრუდამხვევი ფორმულიდან გადავინაცვლოთ შედარებით გამარტივებულ ახსნაზე:
• "რედიტელმა" აიღო "საუნდტრეკის" 60 წამიანი მონაკვეთი და მასში დათვალა 48 ტიკტიკი.
60-ის (მელოდიის მონაკვეთის ხანგრძლივობა) 48-ზე (ამ მონაკვეთში ტიკტიკის რაოდენობა) გაყოფა გვაძლევს 1.25 წამიან ინტერვალს.
ანუ, ყოველ ტიკტიკს შორის იყო 1.25 წამიანი ინტერვალი.
ფილმში აღნიშნულია, რომ პლანეტაზე ყოველი საათი დედამიწის დროით დაახლოებით 7 წლის ტოლია.
7 წელი უდრის 221 000 000 წამს.
221 000 000 წამის 3 600 წამზე გაყოფა (საათში წამების რაოდენობა) დაახლოებით 61 400-ს გვაძლევს.
ეს ნიშნავს, რომ წყლის პლანეტაზე გატარებულ ყოველ წამში დედამიწაზე გადის დაახლოებით 61 400 წამი (ანუ დაახლოებით 17 საათი).
61 400-ის 1.25-ზე გამრავლება (ტიკტიკის ინტერვალი) იძლევა 77 000 წამს, ანუ დაახლოებით 21 საათს.
ამრიგად, "რედიტელის" თეორიის თანახმად, თითოეული ტიკტიკი დედამიწაზე გასულ 1 დღეს (24 საათს) წარმოადგენს.
თუ თითოეული ტიკტიკი დედამიწის 1 დღეა (86 400 დედამიწის წამი), მაშინ წყლის პლანეტაზე ერთი საათი შეესაბამება დედამიწის 7.88 წელს.
ზედმეტი 0.88 შეიძლება ყოფილიყო ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომა დამრგვალებისას, ვინაიდან ფილმში ნახსენებია, რომ წყლის პლანეტის 1 საათში დედამიწაზე 7 წელი გადის და არა 7.88.
ეს თეორია მოწმობს დეტალებისადმი გამოჩენილი ყურადღების დონეს.
კრისტოფერ ნოლანს განსაკუთრებით სურდა, რომ ფილმი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო მეცნიერებასთან.
ამ ფენომენალურ ფილმთან დაკავშირებული 10 ფაქტი ნახეთ ამ ბმულზე.
მილერის პლანეტის სცენა ნახეთ ამ ბმულზე.
5