ირუ აუდო

ByArt infoItaly
11
***
* * * მე მინდა, ჩემიდან შენამდემანძილი იმდენად შემცირდეს,რომ მერე ცვილივით შევადნე,სხეულის შენს ყოველ დეციმეტრს.
მე შენთვის თავიდან ვიშვი დავატარებ გულს შენით გალეშილს.მე მინდა, ვიპოვო სიმშვიდეშენს თმებში,ტუჩებში,თვალებში...
***
* * *ჩემს საათს არა აქვს ისრებიდა დამაქვს, საათი უისრო.ის დროა, ძვირფასო, ისევ ის,ხომ ხვდები, რა დროსაც ვგულისხმობ?!
ჩემს დღეებს არა აქვთ რიცხვები,მივყვები მე დღეებს ურიცხვოს.არასდროს არ დამავიწყდები,ხომ იცი, აქ რასაც ვგულისხმობ?!
***
მიყვარხარ დამჭირდები დაასეა სულ.ცაზე ასულს შენი თმები მახსენდება.შენი ყელი მახსენდება ცაზე ასულსდა მინდებაშენს მუხლებზე დასვენება,
და მინდებაშენს მუხლებზე ტირილი დატკივილისგან დაცლა მინდა, ქალბატონო.მე რომ არ მყავსის პატარა შვილი მინდა,შემომხედედა დარდი დარდს დავატოლოთ...
თითქოს ერთიოცნება და სურვილები.გულში ვამბობთ, ძალზე ხშირად, _არ დამტოვო!სამყაროზე მეტი ხარ და სულ ილევი,რადგან მხოლოდ ჩემი არ ხარ,ქალბატონო! 
მიყვარხარ დამჭირდები დაასეა სულ.ცაზე ასულსამ ტკივილის გაძლება მსურს! 
ასეა, სუ!
***
ოთახში წამები ტკივილებს ძერწავენ,მე უნდა გავიქცე სახლიდან!წამი რომ წამია, უშენოდ ეს წამიცარ მინდა, არ მინდა! დავხრი თავს მე ახლა ბავშვივითდა მორცხვად ჩავუვლი აივანს.გთხოვთ იხმაურეთ, სიჩუმე მაშინებს,სიჩუმე ფიქრებში წამიყვანს.
***
ტყეში,იმ ქოხთან,ძველისძველ ქოხთან,დღეს საშინელი ამბავი მოხდა.ხეები წუხდნენ,მდინარე წუხდა,ხელები ეწყო მოხუც კაცს მუხლთან.წაქცეულიყო ბებერი მუხადა უხაროდა მხოლოდღა ბუხარს.ზეცა ქუხდა და ქარი კიოდა,ხმები ისმოდა საიქიოდან,ყვიროდნენ ერთხმად;- შემდეგი შენ ხარ! შემდეგი შენ ხარ!
ძალიან ვწუხვარ.დღეს საშინელი ამბავი მოხდა,ტყეში,იმ ქოხთან,ძველისძველ ქოხთან წაიქცა მუხა.
***
დედამიწაზე ჩამომიტყუეს და არ მიშვებენ.ნეტავ, სრულდება გზა ამის შემდეგ?!დღეს უპასუხო კითხვებივით დამაქვს შიშები, ხვალ ამ კითხვებზე პასუხები გამაგიჟებენ.
***
მათნაირი ვერ გახადეს, - გახადეს.შესცივდა და უარესი გახდა.პირჯვრისწერით ჩაიარა სახატე,ქუჩის ბოლოს სხვას დაუწყო გახდა.
***
შენ წახვედი დაჩემი სამყარო                       ზამთრის დღესავით დაპატარავდა.
***
მოვა დრო და        ნაპირზე მკვდარი თევზებივით       გამოირიყებიან  ჩვენი ცოდვები.
***
ყველა მარტო ვართ საკუთარ შიშთან,                        მხოლოდ ჩვენ ვიცით მისი სიდიდე...
***
არ იხმაურო,ხომ შეიძლება მესიზმრებოდედა გამეღვიძოს.
***
როცა ჩემი ოცნებებიდან გაქრი, საკუთარი თავის შემრცხვა. 
აღარ ვოცნებობ.
***
ჩემი არ ხარ, მაგრამ თითქოს მძარცვავენ,როცა ვინმე მაგ თვალებში ჩაგხედავს.
###
ByArt infoItaly
11