ალბათ, არასდროს იფიქრებდით, რომ იუპიტერის ჩრდილები გაგაოცებდათ...
მოდით, გავიგოთ ის, რაც ამ იდუმალ ჩრდილებზეა ცნობილი 👇🏼
✦ დედამიწის ჩრდილები ცნობილი არიან, როგორც გრილი და შედარებით ბნელი ან სრულად ბნელი წერტილები/რეგიონები, თუმცა იუპიტერის ჩრდილები სრულიად საპირისპიროდ იქცევიან - ისინი იწვევენ ტემპერატურის მატებას იქ, სადაც ხვდებიან.
ეს დამაინტრიგებელი ფენომენი პირველად 1960-იან წლებში შენიშნეს, როდესაც იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრების ჩრდილები პლანეტაზე ისახებოდნენ.
მეცნიერები მას შემდეგ ცდილობენ გაარკვიონ თუ რატომ განსხვავდებიან იუპიტერის ჩრდილები დედამიწის ჩრდილებისგან.
მათ ამის ასახსნელად რამდენიმე მოსაზრება აქვთ:
შესაძლოა, იუპიტერის ატმოსფეროში რაღაც ქიმიური პროცესები მიმდინარეობდეს, ან შესაძლოა, საქმე გვქონდეს იმასთან, თუ როგორ მოძრაობს სითბო იუპიტერის სიღრმედან.
ამ დრომდე უცნობია ჩრდილების ასეთი ქცევის ზუსტი მიზეზი.