იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი

12
"იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი ნიშნავს - გათავისუფლდე ინფანტილური პრეტენზიებისგან და დაიჯერო საკუთარი რეალური, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობები. ესაა ის მდგომარეობა, როდესაც შეგიძლია შეეგუო იმ პარადოქსს, რომ თითოეული ჩვენგანი სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამავე დროს ბუზზე ან ბალახის ღეროზე მნიშვნელოვანი არ არის. ესაა უნარი გიყვარდეს სიცოცხლე და ამასთან თავზარდაცემის გარეშე მიიღო სიკვდილი. ესაა, შეეგუო გაურკვევლობას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რომელსაც ადამიანს უყენებს ცხოვრება და ამავე დროს დარწმუნებული იყო საკუთარ აზრებსა და გრძნობებში. ესაა უნარი, მარტო იყო საკუთარ თავთან და ამავდროულად გრძნობდე მთლიანობას ყველასთან და ყველაფერთან. უსმენდე სინდისს და არ ეძლეოდე თვითგვემას. ფსიქიკურად ჯანსაღია ის, ვინც ცხოვრობს სიყვარულით, გონით და რწმენით. ის, ვინც პატივს სცემს როგორც საკუთარ, ისე სხვის ცხოვრებას. "
/ერიხ ფრომი/
12