კვლევამ აჩვენა, რომ ისლანდიაში ვულკანური აქტივობა შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

4
თითქმის 800 წლიანი შესვენების შემდეგ, ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანები განახლებული ძალებით იღვიძებენ 🌋
ნახევარკუნძულზე 2021 წლიდან რვა ამოფრქვევა მოხდა და ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ვულკანური აქტივობის ზრდა გამოწვეულია მაგმის "აუზის" არც ისე ღრმად არსებობაზე, რომლის სიგანეც 10 კილომეტრია და ზედაპირიდან 9-დან 12 კილომეტრამდე სიღრმეში მდებარეობს.
მკვლევრები ამბობენ, რომ მაგმის ამ "აუზს" შეუძლია წლების ან ათწლეულობის განმავლობაში უზრუნველყოს ვულკანური ამოფრქვევები ამ რეგიონში.
» „მიმდინარე ამოფრქვევების ისტორიულ მოვლენებთან შედარებით ცხადი ხდება, რომ ისლანდიას მოუწევს მოემზადოს და მზად იყოს ამ ვულკანური აქტივობების ეპიზოდისთვის, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი“. - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი და შვედეთის უნივერსიტეტის გეოლოგი ვალენტინ ტროლი.
4