,,კომფორტის ზონაში ვართ - რეალურად, არ შეგვიძლია კრიზისის დანახვა" 🤐
• ჩვენს პლანეტას ნახშირბადის ბუნებრივი მშთანთქავები გააჩნია - ადგილები, როგორებიცაა ტყეები და ოკეანეები, რომლებიც ატმოსფეროდან ბუნებრივად შთანთქავენ პოტენციურად მავნე ნახშირორჟანგს.
თუმცა, როგორც
The Guardian-ი იტყობინება, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის წინასწარი მონაცემები აჩვენებენ, რომ 2023 წელს - ყველაზე ცხელ წელს - დაფიქსირდა დედამიწის ბუნებრივი უნარის (ნახშირბადის შთანთქმისა და ნეიტრალიზების) შემაშფოთებელი დაქვეითება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2023 წელს, დედამიწის ნახშირბადის ზოგიერთმა მშთანთქავმა მუშაობა შეწყვიტა.
კაცობრიობის ჯერ კიდევ აბსოლუტურმა დამოკიდებულებამ წიაღისეულ საწვავზე, უზარმაზარი დატვირთვა მოახდინა ნახშირბადის ბუნებრივ მშთანთქავებზე.
და, მიუხედავად იმისა, რომ გარემომ, დროთა განმავლობაში, წარმოუდგენელი სიმტკიცე და ადაპტაციის უნარი გვიჩვენა, კვლევებმა შეიძლება მიგვითითონ, რომ გარდამტეხ ფაზაში ვიმყოფებით.
» „ეს დასტრესილი პლანეტა ჩუმად გვეხმარება და გვაძლევს საშუალებას, რომ, ბიომრავალფეროვნების წყალობით, ჩვენი ვალი ხალიჩის ქვეშ შემოვდოთ“, - განუცხადა პოტსდამის ინსტიტუტის დირექტორმა იოჰან როკსტრომმა The Guardian-ს.
,,ჩვენ ჩაფლულები ვართ ჩვენს კომფორტის ზონაში და ნამდვილად ვერ ვხედავთ კრიზისს.”
» „საერთო ჯამში, ხმელეთისა და ოკეანის მიერ ნახშირბადის შთანთქმა მომავალში შემცირდება, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია“, - განუცხადა The Guardian-ს ენდრიუ უოტსონმა, ექსეთერის უნივერსიტეტიდან.
,,მაგრამ არსებობს კითხვა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს.”
უოტსონმა დასძინა, რომ კვლევითი მოდელების უმეტესობა "აჩვენებენ, რომ ეს პროცესი საკმაოდ ნელა ხდება", თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ მოდელების უმეტესობა არ ითვალისწინებს ერთი შეხედვით მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიც არიან ტყის ხანძრებისა და ტყეების ჩეხვის გაზრდილი მაჩვენებლები.
იქნება ეს ათწლეულებისა თუ საუკუნის ხანგრძლივობის პროცესი, ჩვენი პლანეტის უნარის (შთანთქოს მავნე აირები ატმოსფეროდან) დაქვეითება საშინელი ნიშანია იმისა, რომ გლობალური დათბობა შეიძლება მალე დაჩქარდეს.