კომეტა C/2024 S1-მა მზესთან მიახლოებას ვერ გაუძლო და დაიშალა (GIF)

2
კომეტა, რომელიც ჩვენს ცაზე უნდა გამოჩენილიყო, დაიშალა ☄️❌
კომეტა C/2024 S1 Atlas-ი 2024 წლის 27 სექტემბერს აღმოაჩინეს და "ჰელოუინის კომეტა" უწოდეს, რადგან ჰელოუინის განმავლობაში უნდა გამოჩენილიყო დედამიწის ცაზე.
კომეტა პერიჰელიონის (თავის ორბიტაზე მზესთან უახლოესი წერტილი) მიღწევის პროცესში კრიტიკულმა ტემპერატურამ და გრავიტაციულმა ძალამ ნაწილებად დაშალა.
კომეტის გაუჩინარების პროცესი მზის ზონდმა SOHO-მ გადაიღო 👇🏼 
აღნიშნული კომეტა უნიკალური კლასის კომეტათა ჯგუფიდან იყო, რომლებიც მზესთან ძალიან ახლოს მიდიან და უძლებენ კრიტიკულ წნეხს.
იმისათვის, რომ კომეტა აღნიშნულ კლასში მოხვდეს, მზის ზედაპირიდან 850 000 მილის (1.3679E+6 კმ) დაშორებით უნდა გაიაროს.
S1 Atlas-მა კი 750 000 მილის (1 207 008 კმ) დაშორებით გაიარა, რის გამოც მზის გრავიტაციულმა ძალამ კომეტის დაჭერა და განადგურება პერიჰელიონამდე რამდენიმე საათით ადრე შეძლო.
ისტორიაში ბევრი ასეთი შემთხვევაა.
ასევე არის შემთხვევები, როდესაც კომეტები მზესთან მიახლოებას საოცრად გადაურჩნენ.
ერთი ასეთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა კომეტა "ლავჯოის" უკავშირდება, როდესაც იგი მზის ზედაპირიდან მხოლოდ 87 000 მილის (140 012 კმ) დაშორებით გადაადგილდებოდა.
ყველას მოლოდინის საწინააღმდეგოდ, "ლავჯოი" გადარჩა და დედამიწის ცაზე, დამახასიათებელი კუდის თანხლებით, 2011 წლის დეკემბერში გამოჩნდა.
2