Კრიპტო ტერმინები დამწყებთათვის

8
Დავიწყოთ!
Დღევანდელ სამყაროში უკვე ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები: კრიპტოვალუტა,ბიტკოინი,ტოკენი,ბლოკჩეინი და ქოუდინგი.დღევანდელ ჩემს სტატიაში შევეცდები ძალიან მარტივად ავხსნა ყველა პოპულარული ტერმინი და გავცე პატარა რეკომენდაციები(მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობილი).Ეს სტატია იქნება მათთვის ვისაც სურს ტერმინებში გარკვევა და შემდგომში მისი ყოველდღიური გამოყენება. Ჩემი ბლოგის მთავარი იდეა არის,რომ მარტივი ენით მოგიყვეთ რაზე საუბრობს თითქმის ყველა ადამიანი და გავცე თქვენს კითხვებს ამომწურავი და საინტერესო პასუხები. Მე ვიქნები თქვენი მეგობარი კრიპტო სამყაროში.
დავიწყოთ!
ბლოკჩეინი (Blockchain) — დეცენტრალიზებული და დამოუკიდებლად მართვადი მონაცემთა ბაზაა.დ. ბლოკჩეინი ბიტკოინის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს.
Ბიტკოინი (Bitcoin) — ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც ყველაზე პოპულარულია მთელი მსოფლიოს მაშტაბით. Ჩვენ უკვე ვიცით რა არის ბლოკჩეინი შესაბამისად ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ბიტკოინით იქნება განხორციელებული ინახება ბლოკჩეინის სისტემაში და არის ანონიმური.
ალტკოინი (Altcoin)- იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკიონი არის ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა,  ალტკოინი არის ყველა სხვა დეცენტრალიზირებულ კრიპტოებს რომელიც არ არის ბიტკოინი.
ფიატ ვალუტა (Fiat Currency) — ტრადიციული ფული, რომელიც იბეჭდება და კონტროლდება სახელმწიფოს მიერ თუ კრიპოტო ვალუტა არის ხელშეუხებელი ციფრული აქტივი ფიატ ვალუტად ითვლება ხელშესახები ფული, როგორიც არის მაგალითად : ქართული ფულის ერთეული ლარი.
მაინინგი (Mining) — ალბათ უკვე გაინტერესებთ თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ვირტუალური კრიპტოვალუტა. Მაინინგი სწორედ ამაში გვეხმარება.ის კომპიუტერული მოწყობილობების მიერ სპეციალური ალგორითმის მეშვეობით ციფრული ფულის ერთეულების მოპოვების პროცესია, რომელსაც დიდი ელექტროენერგია ჭირდება.
სატოში ნაკამატო (Satoshi Nakomoto)- ამ სახელის და გვარის უკან დგას ადამიანი, რომელმაც 2008 წელს სახალხოდ განაცხადა თავისი გამოგონების (ბიტკოინის) შესახებ და ასევე გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. Დაახლოებით ერთ წელში 2009 წელს მან თავის გამოგონებას ფრთები შეასხა და უკვე კომპიუტერულ ქსელში გაუშვა.
ვეშაპი (Whale)- ბაზარზე მანიპულირება წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია თუმცა ეს ყველას არ შეუძლია, ამ ტერმინით მოიხსენიებენ ძალიან მდიდარ ინვესტორებს, რომლებსაც კრიპტო სამყაროში და ბაზარზე მანიპულაციების ჩატარება შეუძლიათ.
სიმბოლო (Token) — კრიპტოვალუტის „მონეტა“. ფაქტობრივად, ის წარმოადგენს ციფრულ კოდს, რომელიც განსაზღვრავს მონეტის იმ წილს, რომელსაც შეიძლება ფლობდე, ყიდდე და ყიდულობდე.
Ეს ის მთავარი სიტყვებია,რომლებიც სასურველია რომ იცოდეთ,თუ მეტი დაგაინტერესებთ აუცილებლად შემოგთავაზებთ მის გაგრძელებას, როგორც დასაწყისში ავღნიშნე მე ვსაუბრობ პირადი გამოცდილებით და შემიძლია გირჩიოთ, როგორ და სად დაიწყოთ თქვენი კირპტო დავგადასავალი.Ევროპაში ყველაზე დიდი და დაცული ბირჟა არის WhiteBit რომელსაც მე ვიყენებ სავაჭროდ, მათ ასევე აქვთ ტოკენი,რომლის ფასიც ყოველღიურად იზრდება და მოგებებიც უფრო მეტი ხდება.Საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს აქტივობა და თქვენ უკვე შეგიძლიათ ქართული ვებ გვერდით და მათი სოციალური ქსელებით იხელმძღვანელოთ ასევე არაჩვეულებრივი მომხმარებელთა მხარდამჭერი გუნდით,ისნი მზად არიან დაგეხმარონ ნებისმერ დროს.Იმედი მაქვს მოგეწონათ თქვენი კრიპტო მეგობრის ინფორმატიული სტატია და გამოხატავთ თქვენს რეაქციას!

თქვენი მეგობარი კრიპტო სამყაროში: @Sandra.R

8