ლობიზმი პარლამენტში

4
ამ ბოლო წლებში ჩემს მიერ ლობირებული უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების სტატუსთან დაკავშირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის ორშაბათის ბიურომ დაარეგისტრირა!!!
საკანონმდებლო ინივიატივა ითვალისიწნებს ცვლილებას "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლში (უფლებები და პრივილეგიები). ცვლილების თანახმად, კანონით დადგენილ საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღე (!!!) შეიცვლება "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის" მოქმედების ვადით (3 წლით)!!!
ეს არის პირველი კანონპროექტი იმ საკანონმდებლო პაკეტიდან, რომელიც მომზადა ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (George Okribelashvili) და თანამემამულეები ძლიერი საქართველოსთვის (Gocha Vetriakov) ერთობლივი მუშაობით და წარედგინა პარლამენტს...
კანონპროექტების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა და დღეს უკვე კანონპროეტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ხოჯევანიშვილი / Giorgi Khojevanishvili
ამ კანონპროექტის რეგისტრაციით დაიწყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან (ემიგრანტებთან) დაკავშირებული საკითხების განხილვა საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ადგილი არ ჰქონია 2016 წლიდან. ამიტომაც ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს მოვუწოდებ აქტიურად ჩაერთონ საკომიტეტო მოსმენებში და თავიანთი წინადადებები (ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე) მიაწოდონ წამყვან კომიტეტს - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს, ასევე საგარეო ურთიერთობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს....
4