მაგელანის დიდი ღრუბელი (მდღ) ახლახან მოუახლოვდა ჩვენს გალაქტიკას

3
მას შემდეგ, რაც მაგელანის დიდი ღრუბელი (მდღ) მოგვიახლოვდა, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შედეგების დათვალიერება დაიწყო 🔭
✦ მაგელანის დიდი ღრუბელი ჩვენს გალაქტიკასთან ახლომდებარე ჯუჯა გალაქტიკაა, საიდანაც ირმის ნახტომი გაზს გამოდევნის და იწოვს.
ეს ჯუჯა გალაქტიკა დედამიწასთან შედარებით ახლოს მდებარეობს (გალაქტიკური მასშტაბით), დაახლოებით 160 000 სინათლის წლის მანძილზე.
ბევრი ასტრონომი თვლის, რომ ის არ მოძრაობს ჩვენი გალაქტიკის ირგვლივ, არამედ უბრალოდ გადის ჩვენს ორბიტას, ანუ შემხვედრი გალაქტიკაა.
მაგელანის დიდი ღრუბელი ახლახან მიუახლოვდა ირმის ნახტომს და ამ მიახლოების წყალობით საკმაოდ დაზარალდა კიდეც.
"ნასას" და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონომთა გუნდმა სცადა თვალი ედევნებინა გაზის ჰალოსთვის, რომელიც გარს აკრავს მაგელანის დიდ ღრუბელს, მის მიღმა მდებარე 28 კვაზარის გამოყენებით.
ისინი დააკვირდნენ მოვლენებს ულტრაიისფერ სპექტრში, რომელსაც, ჩვენი კოსმოსური ტელესკოპებიდან მხოლოდ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ხედავს.
შორეული კვაზარები, რომლებიც იკვებებიან სუპერმასიური შავი ხვრელების წყალობით, ასხივებენ კაშკაშა სინათლეს.
როდესაც ეს სინათლე გადის გაზის ღრუბელში, ზოგიერთი ტალღის სიგრძე იფანტება.
კვლევაზე მომუშავე გუნდმა აღმოაჩინა, რომ მდღ-ს ჰალო უკიდურესად პატარა იყო, დაახლოებით 50 000 სინათლის წლის დიამეტრის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი გიგანტურად ჟღერს, ის დაახლოებით 10-ჯერ მცირეა, ვიდრე ასტრონომები მოელიან მსგავსი მასის მქონე გალაქტიკებისგან.
» „ირმის ნახტომი, როგორც გიგანტური თმის საშრობი, აფრქვევს გაზს მდღ-დან, როდესაც ის გვიახლოვდება“, - განმარტეს ენდრიუ ფოქსი ESA-დან.
„ირმის ნახტომი ისე ძლიერად განიზიდება, რომ მდღ-ს ჰალოს საწყისი მასის დიდი ნაწილი წარმოქმნილმა წნევამ წაართვა. ძალიან ცოტა დარჩა და სწორედ ეს მცირე რაოდენობაა ის, რასაც ახლა ვხედავთ“.
მიუხედავად მდღ-ს ასეთი შესუსტებისა, იგი მაინც იბრძვის გადარჩენისთვის და, სავარაუდოდ, მომავალშიც გააგრძელებს ვარსკვლავების ფორმირებას.
» ,,მაგელანის დიდი ღრუბელი გადარჩენილია", - დასძინა ფოქსმა. „მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა დიდი რაოდენობით გაზი, მას მაინც დარჩა საკმარისი ახალი ვარსკვლავების ფორმირების გასაგრძელებლად.
ასე რომ, ვარსკვლავთწარმომქმნელი ახალი რეგიონების შექმნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
უფრო პატარა გალაქტიკის შემთხვევაში კი, ეს რეგიონები არ იარსებებდნენ, რადგან მასში გაზი აღარ იქნებოდა დარჩნილი, მხოლოდ ხანდაზმული წითელი ვარსკვლავების გროვა."
გუნდი თვლის, რომ მდღ ამჟამად უსაფრთხოდაა.
ვინაიდან მან ახლახან ჩაგვიარა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯუჯა გალაქტიკის დარჩენილი ჰალო ჩვენმა გალაქტიკამ შეიწოვოს, ხოლო უკვე გამოდევნილი გაზი საბოლოოდ ირმის ნახტომში მოხვდება.
  მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.  
3