გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად გამოცხადდა...

4
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ის შინაარსი, რომელიც ორგანიზატორებს, იმის მიუხედავად, თუ რა მოცემულობის წინაშე იდგნენ, ავალდებულებდა მუნიციპალიტეტისთვის გეგმების შესახებ ეცნობებინა 5 დღით ადრე. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა - 9 მოსამართლემ 14 დეკემბერს მიიღო.
"არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია", - წერია გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება შეუძლებელია. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა.
4