მარსი

6
მარსის ეს ულამაზესი სურათი არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსური სააგენტოს მისია Hope-ის ფარგლებში იქნა გადაღებული. 🇦🇪
მისია Hope-ი 2020 წლის 19 ივლისს გაუშვეს და სწავლობდა მარსის ზედა ატმოსფეროს ურთიერთქმედებას ქვედა ატმოსფეროსთან, ასევე როგორ იჟონება წყალბადი და ჟანგბადი კოსმოსში.
მარსი ცივი პლანეტაა, რომლის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -64 გრადუსი ცელსიუსია.
პლანეტის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს აქვთ პოლარული ყინულის ქუდები, რომლებიც შედგებიან ძირითადად წყლის ყინულისგან და გაყინული ნახშირორჟანგისაგან (მშრალი ყინული).
მარსის ზამთარში, ტემპერატურის კლებასთან ერთად, პოლარული ყინულის ქუდები ფართოვდებიან, რაც იწვევს ატმოსფეროდან მეტი ნახშირორჟანგის ზედაპირზე დაყინვას.
ხოლო, ზაფხულის განმავლობაში, ყინულის ნაწილი მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადადის, რაც ხელს უწყობს ატმოსფერულ ცვლილებებს.
ყინულის ქუდები მნიშვნელოვანია მარსის კლიმატის ისტორიის შესასწავლად და ჩავთვალოთ, რომ მომავალი მისიებისთვის წყლის რეზერვუარებია.
დაკვირვება განხორციელდა ზონდზე არსებული მაღალი რეზოლუციის კამერით (EXI) და მონაცემები სურათად გარდაქმნა ჯეისონ მაიორმა.
6