მატილდა გვარლიანი Victoria Secret-ის მოდელი გახდა

7
Victoria Secret-ის ლეგენდარული შოუები 90-იანების და ორიათასიანების საკულტო წარმოდგენა გახდლათ, რომელზე მოხვედრა ყველა მოდელის მთავარი მიზანი და ოცნება იყო. 
Victoria Secret-ის ანგელოზებს შორის გახლდნენ ისეთი სუპერ მოდელები, როგორებიც არიან ჟიზელი, ნაომი ქემბელი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროისო, ქენდის სვენაპული და ა.შ.
სამწუხაროდ ეს შთამბეჭდავი და ამაღელვებელი პერფორანსები 2019 წელს შეწდა, ვიქტორია სეკრეტის კონცეფციამ და შინაარსმა ფეხი ვერ აუწყო თანამედროვე ტენდენდციებს, მათ შორის Body positivity-ის შინაარს და მრავალი გულშემტაკივრის კრიტიკა დაიმსახურა. ამ ყველაფერმა მალევე გამოიწვია ბრენდის გაკოტრება და წარმოდგენები შეწყვეტა. 
VS-იმ მალევე დაიწყო რებრენდინგზე მუშაობა და სახელის თავიდან მოხვეჭვა. რამდენიმე წლიანი მუშოაბის შემდეგ, მხოლოდ ახლა, 2024 წელს ვიქტორია სეკრეტის საკულტო შოუ ბრუნდება. 
შოუ ნიუ-იორკში,  15 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი მიიღებს. 
მატილდა იქნება პირველი ქართველი მოდელი, რომელიც VS-ის პოდიუმზე სხვა ვარსკვალვებთან ერთად გაივლის. ამის შესახებ ინფორმაცია გვარლიანმა გუშინ, ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოთი გაავრცელა. 
7