დღეს, 25 ნოემბერს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით არჩეული პარლამენტი შედგა. ერთპარტიული პალრამენტის პირველ სხდომაზე მხოლოდ ქართული ოცნების 89 დეპუტატი გამოცხადდა. შეკრებილებს შორის გახლდათ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი.
ქართული საზოგადოების ნაწილი არჩევნებს და პარლამენტს არ ცნობს ლეგიტიმურად. საპროტესტო აქციები 26 ოქტომბრის შემდეგ პერამნენტულად ორგანიზდება. აქცია მიმდინარეობდა 24 ნოემბრის საღამოდან. მომიტინგეები პარლამენტის წინ საღამოს 21:00 საათზე შეიკრიდბნენ და ღამე გაათენეს, რომ 12 საათის შედმეგ, დილის 9:00 საათზე პარლამენტის წევრებისთვის პარლამენტში შესვლისთვის ხელი შეეშალათ.
პროტესტის მიუხედავად XI მოწვევის პარლამენტი შედგა, რეგისტრაცია გაიარა ქართული ოცნების 88 წევრმა. მანდატებზე უარი თქვეს ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა.
სხდომას დაესწრნენ ახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.
ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს "კოალიციას ცვლილებებისთვის", 16 მანდატი - "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას". პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ", ხოლო პარტიას "გახარია საქართველოსთვის" 12 მანდატი მიენიჭა.
"ქართული ოცნების" გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი და ჯერ-ჯერობით არ უღიარებია არც ერთ საერთაშორისო პარნიორ ქვეყანას.