👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑
მეფე თამარი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი, გამაძლიერებელი და გამაერთიანებელი. 🙏🙏🙏
გილოცავთ 🤎🤎🤎
“როცა ჩამავალი მზე საქართველოს რომელიმე ნანგრევს უკანასკნელ ამბორს უგზავნის, – ქართველი იმა ამბორში თამარის ღიმილს ჰკითხულობს: როცა შავს უღრან ტყეში უცხო ფრინველი გადაიფრენს. – ქართველი მისი ფრთების ფრთქიალში თამარის ზღაპარს დაინახავს. ქართველი თამარის სახით ჰქმნის უთვალავ ლეგენდას: ესა თუ ის ადგილი წმინდაა: – იქ ფრინველს თუ ცხოველს ვერავინ ხელს ვერ ახლებს; რისთვის? მისთვის, რომ იქ ერთხელ თამარ მეფეს გაუვლია. როცა დედას რძე გაუშრება იგი იდუმალ წყაროს მიმართავს მოსარჩენად, – და მოარჩენს კიდეც: ვისი ძალით? რასაკვირველია თამარის ძალით: იმ წყაროთი თამარს ოდესმე წყურვილი მოუკლავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! საქართველოში ყოველი ფეხის გადადგმა განა თამარის ლეგენდით არ არის აყვავებული?! ყველგან – თამარ, და მარტო თამარ! განა ოდესმე ქართველის გულის ფართქალში გაქრება თამარ, როგორც ნუგეში და იმედი?! არაოდეს! ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა! ვინ მისცემს მათ ახსნას? თვალის მომჭრელი ლანდი თამარის! დიახ, ქართველის გული თამარის სიყვარულით ფართქალებს. და საგულისხმოა ფრიად, რომ თამარის საფლავი დღემდე არავინ იცის. იგი ყველას ეკუთვნის და არავის: – მისი საფლავი ქართველის გულია, – ხოლო ქართველის გრძნობაში ეს “საფლავი” კი არ არის, არამედ ლამაზი საყვავილე სურა, საცა ყვავილობს უჭკნობი ყვავილი – დიდი თამარ.”
გრიგოლ რობაქიძე
1918 წელი.
მაისი