უძველესი ჭია, რომელიც ყინულში იყო გამომწყვდეული, გალღობის შემდეგ სიცოცხლეს დაუბრუნდა 🪱
✦ ნემატოდი, იდენტიფიცირებული, როგორც Panagrolaimus kolymaensis, მდინარის ახლოს, მიწის ქვეშ, 92 მეტრის სიღრმეში იპოვეს და იმ დროინდელია, როდესაც გამოქვაბულების კედლებზე პირველად დაიხატა ნახატები.
Plos Genetics-ის თანახმად, მეცნიერებმა ამ მიკროსკოპული ჭიის გაცოცხლება შეძლეს, რომელიც ციმბირის მუდმივ ყინვაში 46 000 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ყინულის გალღობისა და გაცოცხლების შემდეგ, ლაბორატორიულ ჭურჭელში მოთავსებული კვლავ იკვებებოდა ბაქტერიებით, გამრავლდა ასექსუალურად და მოკვდა, ბიოლოგებს კი მისი შთამომავლები დაუტოვა შესასწავლად.
ამ ნემატოდის (მრგვალი ჭიების ერთ-ერთი ჯგუფი) გადარჩენის შესანიშნავი უნარი მეცნიერებს აკვირვებს და ახლა სწავლობენ, თუ როგორ მოახერხა და გაძლო ათობით ათასი წელი.
ამ აღმოჩენამ, რომელიც დეტალურადაა აღწერილი PLOS Genetics-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, შესაძლოა ახლებურად დაგვანახოს ევოლუციური პროცესები.
ბელგიის Extreme Life Isyensya ინსტიტუტის წარმომადგენელი გაეთან ბორონი ამბობს, რომ ჭიების გადარჩენა ასეთ ექსტრემალურ პირობებში მიანიშნებს იმაზე, რომ სიცოცხლე შესაძლოა არსებობდეს დედამიწის მიღმაც მსგავს ექსტრემალურ გარემოში.