საბოლოოდ დაფიქსირდა და გაზომილ იქნა უხილავი, სუსტი ელექტრული ველი, რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემოა 🌍⚡
✦ ეს ე.წ. ამბიპოლარული ველი არის ელექტრული ველი, რომლის არსებობაც პირველად 60 წელზე მეტი ხნის წინ ივარაუდეს.
მისი დაფიქსირება კი შეცვლის ჩვენს გაგებას ჩვენი მუდმივად ცვალებადი პლანეტის ქცევისა და ევოლუციის შესახებ.
» „ატმოსფეროს მქონე ნებისმიერ პლანეტას უნდა ჰქონდეს ამბიპოლარული ველი“, - ამბობს ასტრონომი გლინ კოლინსონი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან.
„ახლა, როცა საბოლოოდ გავზომეთ იგი, შეგვიძლია დავიწყოთ იმის შესწავლა, თუ როგორ ჩამოაყალიბა მან ჩვენი პლანეტა და სხვები დროთა განმავლობაში“.
დედამიწა არ არის მხოლოდ მტვრის გროვა, რომელიც უმოძრაოდ არის კოსმოსში. იგი გარშემორტყმულია ყველანაირი ველებით.
არის გრავიტაციული ველიც.
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით გრავიტაციის შესახებ, განსაკუთრებით მისი ყველგანმყოფობის გათვალისწინებით, მაგრამ ერთი დაზუსტებით ვიცით - გრავიტაციის გარეშე, პლანეტა უბრალოდ არ გვექნებოდა.
გრავიტაცია ასევე ხელს უწყობს ატმოსფეროს ზედაპირთან მიჯავულობას, სხვა შემთხვევაში, ატმოსფერო კოსმოსში გაიბნეოდა.
ასევე, არსებობს მაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის შიგნით არსებული გამტარი მასალის ბრუნვით, კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება მაგნიტურ ველად, რომელიც კოსმოსში, ჩვენი პლანეტის ირგვლივ ბრუნავს.
ეს იცავს ჩვენს პლანეტას მზის ქარებისგან და რადიაციისგან, ასევე ხელს უწყობს ატმოსფეროს შეკავებას.
1968 წელს, მეცნიერებმა აღწერეს ფენომენი, რომელსაც ჩვენ ვერ შევამჩნევდით დღევანდელი შესაძლებლობების გარეშე.
კოსმოსურმა აპარატმა, რომელიც დედამიწის პოლუსების თავზე გადაადგილდება, აღმოაჩინა დედამიწის ატმოსფეროდან გამოტყორცნილი ნაწილაკების ზებგერითი ქარი.
როგორც გლინი ამბობს, ამის საუკეთესო ახსნა იყო ელექტრული ველი, რომელიც ეწინააღმდეგება გრავიტაციას და კოსმოსში ნაწილაკების გადინებას იწვევს.
აი, როგორ ვარაუდობდნენ აქამდე ამბიპოლარული ველის მუშაობას:
დაახლოებით, ზედაპირიდან 250 კილომეტრის სიმაღლეზე, იონოსფეროში, ულტრაიისფერი გამოსხივება ატმოსფერული ატომების იონიზებას იწვევს.
გამოყოფს უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებს და ატომს დადებითად დამუხტულ იონად აქცევს.
მსუბუქი ელექტრონები კოსმოსში გაედინება, ხოლო მძიმე იონები პლანეტის ზედაპირისკენ მიიწევენ.
მაგრამ, პლაზმური გარემო ცდილობს შეინარჩუნოს მუხტის ნეიტრალიტეტი, რაც ქმნის ელექტრულ ველს ელექტრონებსა და იონებს შორის, რათა ისინი ერთმანეთთან დააკავშიროს.
შედეგად, ატმოსფერო იბერება, გაზრდილი სიმაღლე ზოგიერთ იონს კოსმოსში გადინების საშუალებას აძლევს, რაც პოლარული ქარის სახით ხდება ხილული.
კვლევაზე მომუშავე გუნდმა შექმნა აპარატი Endurance-ი, რომელიც 2022 წლის მაისში გაუშვეს და 768.03 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
მონაცემების შეგროვების შემდეგ, დედამიწაზე დააბრუნეს.
აპარატმა აჩვენა ელექტრული ცვლილება მხოლოდ 0.55 ვოლტით - მაგრამ ეს იყო ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა.
კოლინსონი ამბობს, რომ ეს საკმარისია პოლარული ქარის ასახსნელად.
» ,,ეს ველი დედამიწის მუშაობის ფუნდამენტური ნაწილია", - ამბობს კოლინსონი.
,,და ახლა, როდესაც საბოლოოდ გავზომეთ იგი, შეგვიძლია დავიწყოთ უფრო დიდი, უფრო საინტერესო კითხვების დასმა.”