მეცნიერები თვლიან, რომ დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწას რაღაც მასიური შეეჯახა 🤔
• შედედგად, ნამსხვრევების გროვა ჩამოყალიბდა, რომელიც კოსმოსში გაიტყორცნა და მთვარის ჩამოყალიბება გამოიწვია.
საუბარია დიდ ობიექტზე, რომელიც სავარაუდოდ მარსის ზომის იყო და თეია ერქვა.
თეიასგან თითქმის არაფერი დარჩა, ან უბრალოდ აქამდე ასე გვეგონა.
ScienceAlert-ის თანახმად, მკვლევრებმა ჩინეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ თეიას ნამსხვრევები მთვარის შიგნითაა.
ისინი ასევე ფიქრობენ, რომ თეიას ნარჩნებს დედამიწაც შეიცავს.
თუ ასეა, გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზას შეუძლია ამოხსნას საიდუმლო, რომელიც მეცნიერებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებთ: მკვრივი, კონტინენტის ზომის მასალის არსებობა, რომელიც ღრმად არის ჩაფლული დედამიწის მანტიის ქვეშ, დაახლოებით 2, 900 კილომეტრის სიღრმეზე, მისი ბირთვის გარშემო.
დედამიწის ბირთვის მიმდებარედ არსებული გროვები ცნობილია, როგორც LLVP.
მათ შესახებ გვაქვს ცნობები, რადგან სეისმური ტალღები, რომლებიც მიწისძვრისას დედამიწაში გადის, სხვადასხვა მასალაში, სხვადასხვანაირად მოძრაობს.
სეისმური მონაცემების წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს LLVP-ის დეტალური რუქების მიღება: დიდი, მკვრივი რეგიონები ბირთვისა და მანტიის საზღვარზე - ერთი აფრიკის, მეორე წყნარი ოკეანის ქვეშ.
აქამდე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ LLVP-ები წარმოიქმნება დედამიწის შიდა პროცესების შედეგად, როგორებიცაა ძველი ტექტონიკური ფილების ნარჩენები, მაღალი ტემპერატურის ლაქები ან მაგმას ოკეანე მანტიის ფსკერზე.
• წინა ციფრულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ თეიას უმეტეს ნაწილს მთვარე შეიცავდა და მხოლოდ კვალი იყო დარჩენილი დედამიწის შიგნით, მაგრამ, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს ასე.
ამრიგად, უკვე რამდენიმე წელია, მკვლევრები იკვლევენ შესაძლებლობას, რომ თეიას დიდი რაოდენობა სწორედაც რომ დღემდე დედამიწაშია ჩარჩენილი.
კომპიუტერული სიმულაციების წყალობით, მათ აღმოაჩინეს ამ უკანასკნელის რამდენიმე ნიშანი.
პირველი: სიმულაციებში დედამიწისა და თეიას მასალა შერეული იყო ზედა მანტიაში თხევადი მაგმას ოკეანეში, ხოლო ქვედა მანტია უფრო მყარი იყო და ძირითადად შედგებოდა დედამიწის სილიკატური მასალისგან.
ეს ფენა შესაძლოა დღესაც არსებობდეს.
მეორე: LLVP - ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თეიას მასალის ნარჩენები, რომელთა დიამეტრიც მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრია, შესაძლოა ბირთვისა და მანტიის საზღვრამდე ჩაიძირნენ.
იქ ისინი დაგროვდნენ და გადაიქცნენ LLVP-ებად.
ეს კარგი ამბავია, რადგან ნიშნავს, რომ მისი შემოწმება შეგვიძლია.
თუ ყველაფერი ისეა, როგორც ივარაუდება, ჩვენი პლანეტის ისტორიისა და ფორმირების, ასევე მზის სისტემის ისტორიისა და ფორმირების გასაგებად ახალ მეთოდებს მივიღებთ.
თავის მხრივ, ეს ასევე დაგვეხმარება გავიგოთ სხვა პლანეტებზე და გალაქტიკის შორეულ რეგიონებში სიცოცხლის არსებობის შანსები.
Image: Hongping Deng, Hangzhou Sphere Studio, China