მეცნიერული და რეალური ახსნა იმისა, თუ რა ვნახეთ საქართველოში ბოლო დღეებში და რატომ

2
მასიურმა აფეთქებამ მზეზე "ცეცხლოვანი კანიონი" გააჩინა, დედამიწა კი გეომაგნიტურ შტორმში გაახვია 🤔
• მზიდან ამოფრქვეულმა პლაზმის მასიურმა ნაკადმა მზის ზედაპირზე უზარმაზარი „ცეცხლოვანი კანიონი“ გააჩინა, რომლის სიგანეც ორჯერ აღემატებოდა აშშ-ს ამჟამინდელ ტერიტორიას და დედამიწაზე შვიდჯერ გრძელი იყო.
31 ოქტომბრის ბოლოს, მაგნეტიზებული პლაზმა მზის სამხრეთ ნახევარსფეროში გაიზარდა და გახდა არასტაბილური, რის შემდეგაც მზეს მოსწყდა და გაიტყორცნა კოსმოსში.
უკან კი დატოვა გიგანტური, კანიონის მსგავსი ღრმული უკიდურესად ცხელ პლაზმაში, რომელიც მზის ზედაპირს ქმნის.
ეს „ცეცხლოვანი კანიონი" დაახლოებით 10 000 კილომეტრი სიგანის იყო.
ეს არ არის პირველი „ცეცხლოვანი კანიონი“, რომელიც მზეზე ბოლო წლებში შეინიშნა.
2022 წლის აპრილში, მზეზე 200 000 კილომეტრის კანიონი გაჩნდა.
იმავე წლის სექტემბერში, ეპიკურმა ამოფრქვევამ კიდევ უფრო დიდი კანიონი წარმოქმნა, რომელიც 385 000 კმ-ზე იყო გადაჭიმული.
ორივე კანიონის სიღრმე დაახლოებით 20 000 კილომეტრი იყო.
მზეზე მასიური კანიონების წარმოქმნა უახლესი ნიშანია იმისა, რომ სწრაფად ვუახლოვდებით მზის მაქსიმუმს, დაახლოებით 11-წლიანი ციკლის ფეთქებად პიკს, რომელიც სავარაუდოდ 2024 წელს მოხდება, ერთი წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.
მისი მაქსიმუმის მოახლოებისას, მზის მაგნიტური ველის ხაზები იწყებენ ჩახლართვას.
ეს უხილავი ხაზები, როგორც წესი, პლაზმას მზის ზედაპირზე აკავებენ.
მაგრამ, როდესაც ისინი ერთმანეთში იხლართებიან, ნაკლებად ეფექტური ხდებიან და ისე ვერ აკავებენ პლაზმას, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი კანიონები და ღრმა დეპრესიები მზის ზედაპირზე.
ზედაპირის შესუსტებულმა მაგნეტიზმმა ასევე განაპირობა ამ წელს მრავალი სხვა საინტერესო მოვლენის გამოჩენა, მათ შორის უზარმაზარი პოლარული მორევი, რომელიც მზის ჩრდილოეთ პოლუსზე ბორგავს, მზის ტორნადო, რომელიც დედამიწაზე 14-ჯერ მაღალია და ლოგიკას მოკლებული პლაზმის ჩანჩქერი, რომელმაც მზე ცეცხლის წვიმაში გაახვია.
გადავინაცვლოთ შემდგომ მოვლენებზე, რომელსაც პლაზმის კოსმოსში გამოტყორცნა იწვევს.
• როდესაც მზე დამუხტული ნაწილაკებით სავსე პლაზმას კოსმოსში მოისვრის, ამოფრქვევის სიძლიერიდან გამომდინარე, ეს დამუხტული ნაწილაკები ხშირად დედამიწამდეც აღწევენ და ურთიერთქმედებენ ჩვენს მაგნიტურ ველთან და ატმოსფეროსთან.
ამ ნაწილაკებიდან ზოგიერთს/უმეტესობას დედამიწის მაგნიტური ველი ჩაებღაუჭება და მიმართავს პლანეტის პოლუსებისკენ, სადაც ისინი ურთიერთქმედებენ გაზის ატომებთან და მოლეკულებთან ზედა ატმოსფეროში.
ეს შეჯახება იწვევს ატომებისა და მოლეკულების ნათებას სხვადასხვა ფერში, ფერების ცვალებადობა კი დამოკიდებულია გაზის ტიპზე და დამუხტული ნაწილაკების ენერგიაზე.
რაც შეეხება ამ მოვლენის საქართველოში ხილვას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 31 ოქტომბრის მიწურულს მზეზე მიმდინარე მძლავრი და მასიური პროცესების გამო, ჩვენმა ვარსკვლავმა მასიური პლაზმა კოსმოსში გაისროლა, დედამიწის მაგნიტური ველი დამუხტულ ნაწილაკებს ჩაებღაუჭა და დედამიწაზე გეომაგნიტური შტორმები და ციალი გამოიწვია, რომელიც საქართველოს ნაწილსაც გადმოსწვდა.
ამრიგად, მზის 11-წლიანი პიკის სიახლოვეს, ასეთი მოვლენების ხილვა, დიდი ალბათობით, არაერთხელ მოგვიწევს.
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ტექნოლოგიები და გეომაგნიტური შტორმები ვერ მეგობრობენ და ამან შესაძლოა ამ მხრივ გართულებები გამოიწვიოს, მათ არ შეუძლიათ დედამიწაზე სხვადასხვა დამანგრეველი პროცესების წარმართვა.
2