მთავარანგელოზის დაბადება 🌹

6
ჩემო მთავარო ანგელოზო,  გილოცავ და ვულოცავ ჩემს თავსაც შენ დაბადებას.
დედაჩემო,  მენატრები სულით ხორცამდე. შენ გარეშე დაკარგული ვარ ამ სამყაროში. გზააბნეულ გოგოს,  შიშით მაქვს გული სავსე. 
მეშინია ცხოვრების.
უშენოდ ცხოვრების.
უშენობას რომ მივეჩვიო მერე რაღა ვქნა?
როგორ ვაპატიო ეს ჩემ თავს?
რამდენ ადამიანს ჰყვარებიხარ.
როგორ მოახერხე ასე მცირე დროში,  ყველასთვის ლაღ და ლამაზ ადამიანდ დარჩენილიყავი.
მხოლოდ შენ შეგიძლია,  ადამიანები მომღიმარი სახით აალაპარაკო,  გარდაცვლილადამიანზე. 
თითოეული ისტორია რომელიც შენ გიკავშირდება გაჟღენთილია სიყვარულით. რა მაგარია,  რომ ყველას თავისი წილი,  იაკო ჰყავდა ❤️
ამას წინათ ჩემს მეგობარს ვეკითხებოდი,  ნეტავ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
-არ ვიცი ვერა, ალბათ არაფერი.
მე კი ღრმად მწამს,  რომ იქ, ღრუბლებს მიღმა, ვარსკვლავებთან ახლოს,  დედაჩემი აგრძელებ სცხოვრებას. დანარნარებს და ირგვლივ,  როგორც სჩვეოდა ისე,  სიყვარულს და სიკეთესაფრქვევს.
როგორ მჭირდებოდა,  აქ ახლოს,  ჩემთან. როგორ მინდა ახლა,  ამ ცრემლიან სახეზე მომეფეროს და როგორც მაშინ ისე მითხრას,
 "ნუ ტირი, დე, ყველაფერი კარგად იქნება, კაი?"
მეც დავმშვიდდებოდი და თავს დავუქნევდი.
წელსაც სასაფლაოზე ავალ და იქ მივულიცავ.
წელსაც შავ მიწას ვაკოცებ, მისი თბილი სახის მაგივრად.
წელსაც ვერ გადამიხდის მადლობას როდესაც მივულიცავ მის დღეს.
წელსაც მის ნაცვლად,  მე ჩავიფიქრებ სურვილს და ჩავაქრობ სანთელს.
ისევ და ისევ ჩავიფიქრებ მის დაბრუნებას. 
მომავალ წელსაც ამ სურვილით ვიქნები და ალბათ სულ ეს იქნება ჩემი 20 აგვისტოსსურვილი, მანამ სანამ,  ბავშვივით ჯიუტად მჯერა სურვილების ახდენის.
იაკო, გილოცავთქო,  სიბნელეს ჩავძახე.
მიყვარხარ!
ვეცდები ვიყო ისეთი როგორიც შენ გსურდა!
მადლობა რომ დედაჩემი ხარ !🌹
6