გრაფენი მასალა "საოცრებად" მიიჩნევა 🤔
✦ 2004 წელს, მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად განაცალკევეს და შეისწავლეს გრაფენი, ზემასალა, რომელიც ნახშირბადის ატომების ერთი ფენისგან შედგება.
მას შემდეგ, იგი მასალა "საოცრებად" იქცა, რადგან გააჩნია ისეთი თვისებები, რომლებიც მას უაღრესად გამოსადეგს ხდის მრავალმხრივი გამოყენებისთვის.
მეცნიერთა შორის საყოველთაოდ მიღებულია მოსაზრება, რომ ვარსკვლავთშორის გარემოში ნახშირბადის დაახლოებით 1.9% გრაფენის სახით არსებობს, რომლის ფორმა და სტრუქტურა განისაზღვრება მისი ფორმირების პროცესით.
როგორც ირკვევა, მთვარის ზედაპირზე შესაძლოა გრაფენი უხვად იყოს.
ბოლო კვლევის ფარგლებში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის (CAS) მეცნიერებმა ეს სუპერმასალა მთვარეზე თხელ ფენებად აღმოაჩინეს და იგი ბუნებრივად ჩამოყალიბდა.
ეს შედეგები შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყვნენ იმის გაგებაში, თუ როგორ ჩამოყალიბდა მთვარე და ასევე შეიძლება გრაფენის წარმოების ახალ მეთოდებაც მივაგნოთ.
გრაფენი შეიძლება გამოგვადგეს, როგორც ელექტრონიკაში და მშენებლობაში, ასევე ულტრა მტკიცე და ულტრა ძლიერი მასალების შექმნაში.
ასევე, შესაძლოა, გრაფენი გამოვიყენოთ კოსმოსურ ინფრასტრუქტურაში.
[ფოტო: მხატვრის წარმოდგენა მთვარის შიდა სტრუქტურაზე.
Credit: HERNAN CANELLAS / BENJAMIN WEISS]
მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.