“მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში!!!”
ასე იწყებს ლექსს მუხრან მაჭავარიანი!
ხელოვნება კი ცას ერწყმის და ასე ასრულებს ლექსს:
“მე კი აქ დავრჩი” !!!ნიკო🤍
დასრულდა კედლის მოხატვა, ჩვენს ძალიან ლამაზ სოფელში, ჯგალში ( წალენჯიხა)…
თბილისს Pablo-ს მოხატული არაერთი მურალი ამშვენებს….
დღეიდან კი ეგრისის მთებს შერწყმული მურალი, ვფიქრობ ძალიან გაამშვენებს არემარეს🥹
ვისურვებდი რომ სწორედ წიგნი, განათლება გამხდარიყოს თვითეული ახალგაზრდისთვის ინსპირაცია!!!!
განათლებულმა თაობამ უნდა შექმნას მომავალი!!!
თავისუფლება კი სულს ნამდვილად მოსწყურდა!!!!🥹🥹🥹🥹
ძალიან დიდი მადლობა ყველას, თვითეულ ადამიანს, ვისაც სულ გახსოვთ, ფიქრში, გულში და ლამის ყოველდღიურობაში გყავთ ნიკო❤️🙏
ღმერთმა სიკეთით დაგიბრუნოთ🙏❤️
ჩვენი, ჩემი ტკივილიანი გული და გონება მეუბნება რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!!!🙏