დაიწყე? - რახან დაიწყე,
ბოლომდე უნდა გახვიდე,
თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს,
მეათედ უნდა ახვიდე❣️ჩანაცრდი? - უნდა აალდე,
არ იცნობ? - უნდა გაიცნო,
ჭირია? - უნდა გამაგრდე,
გტკივა და უნდა გაუძლო❣️
დაეცი? - უნდა წამოდგე,
დამარცხდი? - უნდა იბრძოლო,
გაჭირდა? - უნდა გამოდგე
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო❣️
გელა დაიაური