19 აგვისტოს მსოფლიო ფოტოგრაფიის დღეს აღნიშნავს!
ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩელი მიმართულება უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და თანამედროვე კულტურაში უდიდესი როლს იკავებს.
ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება, წერას თუ შევადარებთ, ის დაახლოებით იგივეა, რაც ჩანაწერი" - ქართველი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილი.
19 აგვისტო უკავშირდება დაგეროტიპის გამოგონების თარიღს – ფოტოგრაფიის პროცესს, რომელიც ლუი დაგერმა და ჯოსეფ ნისეფორ ნეფსმა 1837 წელს განავითარეს. 1839 წლის 9 იანვარს მეცნიერების ფრანგულმა აკადემიამ დაგეროტიპის პროცესის შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, 1839 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის მთავრობამ შეიძინა პატენტი და დაგეროტიპს უწოდა "უფასო საჩუქარი მსოფლიოს".
ფოტოებში აღბეჭდილი კადრები შეიძლება ბევრად უფრო კომპლექსურ, რთულ და საინტერესო ისტორიას ატარებდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფოტოგრაფთა ცხოვრება და შემოქმედებაც ამიტომაა საინტერესო, ეს ადამიანები ახერხებენ, რომ ერთ წამიან პროცესში ჩატეული შემოქმედება მნიშვნელოვნად აალაპარაკონ და კადრს მიღმა მომხდარი ამბები მოაყოლონ.
გიზიარებთ 5 დოკუმენტურ ფილმს მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების შესახებ:
"The Salt of the Earth" (2014)
"Finding Vivian Maier" (2013)
"Annie Leibovitz: Life Through a Lens" (2006)
"The Impassioned Eye" (2003)
"War Photographer" (2001)