მსოფლიოში ყველაზე დიდ გომბეშოს ევთანაზია გაუკეთეს

10
  "ტოძილას" სიცოცხლე ევთანაზიით დაუსრულეს 🐸
• ამფიბიური არსება, რომელსაც მისმა აღმომჩენებმა "Toadzilla" უწოდეს, აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი გომბეშო, რომელიც 3 კილომდე იწონის.
"ტოძილა", დაახლოებით, ექვსჯერ აღემატება მისი სახეობის საშუალო ზომის წარმომადგენელს.
ლერწმის გომბეშოები ცნობილი დესტრუქციული ინვაზიური სახეობაა, რომლებმაც ავსტრალიის ველური ბუნება ძალზედ დააზარალეს.
ისინი ძალიან შხამიანები არიან და რამდენიმე ადგილობრივი მტაცებლის გადაშენებაც გამოიწვიეს.
თუმცა, ეს მათი ბრალი ნამდვილად არ არის.
ავსტრალიის ხელისუფლებამ ისინი ოკეანეში ჩაუშვა, რათა ამ მოუხერხებელ ბაყაყებს ხოჭოები შეეჭამათ, რომლებიც იმ დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით შაქრის ლერწმის მოსავალს ანადგურებდნენ.
ამ სახეობის გომბეშოების პოპულაციამ ავსტრალიაში არსებობა 2400 ერთეულით დაიწყო, თუმცა ქვეყნის ხელისუფლების ამგვარმა დაუფიქრებელმა ქცევამ, გომბეშოების რიცხვი 200 მილიონამდე გაზარდა.
და ბოლოს, ამბის "მხატვრული გადახვევა":
"ტოძილას" არ სურდა ავსტრალიაში ყოფნა.
ის იქ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მისი დიდი ბებია და ბაბუა კონტინენტზე იძულებით დაასახლა.
ეს ჩაფსკვნილი არსება იძულებული გახდა, რომ გამოისყიდოს დანაშაულები, რომლებიც მას არ ჩაუდენია.

facebook 🚀 | Our Webpage
10