იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები. არის მოსაზრება, რომ ნათლისმცემლის მონასტრის ტაძარში ამ ფრესკაზე გამოსახულია თამარ მეფე
ეს კი ხედებით დასატკბობი და სიმშვიდის ადგილი მონასტრის ეზოში.