შაბათს, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Juno-მ, ჩვენი მზის სისტემის ვულკანურად ყველაზე აქტიური სხეულის დეტალური სურათები მოიპოვა 🌋📸
• Juno, იოსთან ახლო ჩაფრენისას, ვულკანური აქტივობის შედეგად კოსმოსში ამოფრქვეულ ნაკადებს აკვირდებოდა, რომლებიც იოს ზედაპირიდან იფრქვეოდნენ.
იო „ნატანჯი მთვარეა“, რომელსაც გრავიტაციული ძალები ხან განიზიდავენ, ხანაც მიიზიდავენ.
სკოტ ბოლტონმა, Juno-ს მისიის მთავარმა მკვლევარმა თქვა, რომ მის ერთ ბოლოში არის იუპიტერი, რომელიც მას თავისკენ მიიზიდავს, მეორე ბოლოში კი ევროპა და განიმედე, რომლებიც ასევე თავისკენ ექაჩებიან იოს.
შედეგად, ეს გრავიტაციული ჭიდილი იწვევს ხახუნს მთელ სხეულზე.
ხახუნი კი ათბობს იოს და ეს პროცესი განაპირობებს ვულკანურ აქტივობას.
Sciencealert-ის თქმით, იოს ზედაპირზე დაახლოებით 400 აქტიური ვულკანია.
ფოტოზე ხედავთ იოდან კოსმოსში ამოფრქვეული ვულკანური გაზისა და ფერფლის ნაკადს, რომელიც ჯუნომ 3 თებერვალს გადაიღო.
Nasa-ს ცნობით, იოს ვულკანებს შეუძლიათ ლავას შადრევნები ჰაერში ათეულობით მილის მანძილზე აფრქვიონ.
მაგალითად, მისი უდიდესი ვულკანი, ლოკი პატერა, დაახლოებით ორჯერ აღემატება მაუნა-ლოას, ყველაზე დიდ აქტიურ ვულკანს დედამიწაზე.
კოსმოსური აპარატი Juno დედამიწიდან 2011 წელს გაეშვა და იუპიტერის ორბიტაზე 2016 წლიდან იმყოფება.
მისიის ახალ ფაზაში, ჯუნოს მოვალეობაა შეისწავლოს იუპიტერის მთელი სისტემა - იუპიტერი, მისი რგოლები და ბუნებრივი თანამგზავრები - 2025 წლის სექტემბრამდე.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კითხვაზე, თუ რატომ ახასიათებს იოს ფეთქებადი აქტივობა, პასუხს უახლოეს თვეებში გავიგებთ, რაშიც ჯუნოს მიერ მოპოვებული მონაცემები დაგვეხმარება.
ამჟამად კი ორი ვერსიაა: იოს ინტენსიური ვულკანიზმი გამოწვეულია მაგმას გლობალური ოკეანეით, რომელიც ზედაპირის ქვეშ თუხთუხებს, ან მისი მყარი ბირთვით, რომელიც ცხელი მეტალისგან შედგება.