ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც მოგონებებს სიცოცხლის ბოლომდე შეგანარჩუნებინებთ

1
მოგონებებს გაუმარჯოს, იმ იმედით, რომ არასდროს გაქრებიან 🥂
✦ მეხსიერება ახლის სწავლისა და იდენტობის საფუძველია, მაგრამ როგორ უზრუნველყოფს ტვინი მოგონებების შენარჩუნებას სიცოცხლის განმავლობაში?
მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ პროცესი, რომელსაც "გრძელვადიანი პოტენციაცია (LTP)" ეწოდება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
LTP აძლიერებს კავშირებს ნეირონებს შორის, რაც ქმნის მეხსიერების საფუძველს.
წლების განმავლობაში, მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ცილა, სახელად PKMzeta, აუცილებელი იყო მეხსიერების შესანარჩუნებლად, მაგრამ მისი [PKMzeta] სიცოცხლის მცირე ხანგრძლივობა კითხვებს აჩენდა.
eLIFEsciences-ის თანახმად, ახალმა კვლევამ გამოავლინა KIBRA, როგორც დაკარგული ნაწილი - ეს მოლეკულა „მონიშნავს“ სწავლის დროს გააქტიურებულ სინაფსებს და PKMzeta-ს საშუალებას მისცემს განუწყვეტლივ გააძლიეროს ისინი.
ამ ორ მოლეკულას შორის ურთიერთქმედება, როგორც ჩანს, გრძელვადიანი მეხსიერების გასაღებია.
ამ აღმოჩენამ შეიძლება გზა გაუხსნას მკურნალობის მეთოდს, რომელიც გააძლიერებს მეხსიერებას ნეიროდეგენერაციულ პირობებში, ან, თუნდაც, წაშალოს ტრავმული მოგონებები PTSD (პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა) პაციენტებში.
თუმცა, რჩება ეთიკური გამოწვევები, განსაკუთრებით მეხსიერების შერჩევით მოდიფიკაციაზე საუბრისას.
1