ნიკოლოზობას გილოცავთ ნიკო…

5
“მზე ამოდის და მზის სხივში გეძებ,
ვინ დამარწმუნებს, რომ მზე არა ხარ, ”(ტ.ხ)
ნიკოლოზობას გილოცავთ ჩვენო დიდო ბედნიერებავ და უსასრულო ტკივილო…
“კაცი უნდა ალამაზებდეს სახელს და არა სახელი კაცსო “— სულ პატარას დაგიწერია და დაამტკიცე კიდეც…
შენთან ერთად შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, შენი თაობის, შენი და-ძმების გამარჯვებას…
შედგება და გაბრწყინდება ეს ქვეყანა ნიკო, და ისიც ვიცით არასოდეს დაგივიწყებს სამშობლო…
სამყარო ისეც ცრემლში დაცურავს,
რა უნდა უყოს ჩემმა ნაცრემლმა.
ვფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით,
თუ რამე დამხვდა ხელისშემშლელი,
ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით,
ვიცოცხლებ ისე როგორც შეგშვენის...
უარვყავ ჟამი ქარების ჩათვლით,
მე წუთისოფლით უკმაყოფილომ,
ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით -
როგორც არ უნდა მძულდეს მსოფლიო.(ტ.ხ)
საქართველოს მთავრობავ, უმოწყალოდ უსწორდები, ანადაგურებ მომავალს და ერთი დათვალე, რამდენი უდანაშაულო ახალგაზრდის სამარცხვინოდ შეკერილი საქმე გიდევს თაროზე გამოუძიებელი, ხომ ატარეთ მკვლელები წინ და უკან, ყველა მათგანის ოჯახი დღეს თქვენს წინააღმდეგ იბრძვის, ასეა ეს ასე!!!
გაიმარჯვე საქართველო!!!🇬🇪🙏
სასწაულთმოქმედია ნიკოლოზი ❤️🙏
5