ნიკოს მურალი…

2
მეგობრებო მადლობა ამ უსაშველოდ ტკივილიანი დღეების შემსუბუქებისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის, იმ სიყვარულისთვის რასაც ჩემს ნიკოს გამოუხატავთ უანგაროდ, ახლობლები თუ სრულიად უცხო ადამიანები.
ბედნიერი დღეები გიმრავლდეთ, მსგავსი ტკივილი დედამიწის ზურგზე არავის განეცადოს…
იმედად ვიტოვებ ნიკოს მურალს
როგორც ჰენრის “უკანასკნელ ფოთოლს” დარწმუნებული ვარ ყველას გიყვართ ეს მოთხრობა🤍🤍🤍
“ქვის კედელს დაბერებული სურო ეხვია, რომელსაც ერთადერთი ყვითელი ფოთოლი შერჩენოდა. – უკანასკნელი ფოთოლი. სიუ ფოთოლს დააკვირდა, მაგრამ რაც დაინახა ფოთოლი არ იყო. ნახატი გახლდათ, უმშვენიერესი ნახატი. მსოფლიოში საუკეთესო ნახატი, რომელის დახატვასაც მოხუცი ბერმანი ვერც კი წარმოიდგენდა!!!”
ვერ შევეგუები ქვეყანას სადაც ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათ, სადაც სამართალი შერჩევითი იქნება🙏
იმედს ვიტოვებ ამდენი ადამიანის დაჟინებული მოთხოვნა შედეგს დააყენებს, თუ არა და ყველაფერი ისედაც ნათელია!!
წალენჯიხა
ჯგალი
ნიკოს პარკი 2025 წელი.
2