ნინო ჯიშკარიანის სოლო გამოფენა "N9 Gallery"-ში

10
14-18 ოქტომბერს "N9 Gallery"-ში გაიმართება ნინო ჯიშკარიანის სოლო გამოფენა. 
ნინო ჯიშკარიანი მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის, გაფორმებული აქვს ათობით წიგნი. გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში. 
"დრო არ არსებობს...ამ გადასახედიდან ყველაფერი ხელისგულზე მიდევს...
ყველაფერი პირობითია, ფერიც!
ფერი ჩვენი თვალის მიერ გადაცემული და ტვინით აღქმული არეკლილი მზის სხივის შემადგენელი ტალღებია,
ასევე პირობითია დროც, და სანამ აქ ვართ, დედამიწაზე, ჩვენი თვალი , მეხსიერება სათუთად აგროვებს ყველაფერ მშვენიერს, იმახსოვრებს, რითაც სული იხვეწება , ყალიბდება ცხოვრების პერიპეტიებთან ჭიდილში, და თუ ეს ქაღალდზე, ტილოზე, მუყაოზე, ნებისმიერ მასალაში აღბეჭდე , დროს შეაჩერებ, ყოვლისშემძლე ხდები. ასე რომ მშვენიერება განფენილია ირგვლივ, არ აქვს ვადა, მოდა, წესები, არცერთის შემოქმედება ერთმანეთს არ ჰგავს , თუმცა კი ვიზრდებით , ვიცვლებით და ისიც იცვლება.
როგორც პოლ ვალერი ამბობდა : მაშინ ხატავ, როცა ნატურა ძალიან მოგწონს , და უნდა ხატო , წერო , თუ აღტაცების უნარი შეგრჩა...
ეს ჩემი გზაა, მე დღეს ჩემს საკუთარ პრიზმაში დანახულ სამყაროში წარგიძღვებით...
არავის ჰგავს, ისევე როგორც არავინ მგავს მე."
ნინო ჯიშკარიანის ნამუშევრები: 
10