ანატომიის ექსპერტის განმარტება
ცოტა დიდი სტატიაა, თუმცა საინტერესო და ძალიან საჭირო, საყურადღებო, გამოსადეგი, გასათვალისწინებელი 🙌🏼
ამ სტატიაშივე გაიგებთ, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ არტერიული წნევის გაზომვისას.
• კომფორტულად ზიხარ?
უბრალოდ დაპაუზდი ერთი წუთით და გასწორების გარეშე ყურადღება მიაქციე შენს პოზას.
რა მდგომარეობაში გაქვს ფეხები?
გადაჯვარედინებულია ისინი?
მარჯვნივ გირჩევნია გადადება თუ მარცხნივ?
დაახლოებით, ადამიანთა 62 პროცენტი მარჯვნიდან მარცხნივ გადადებას ირჩევს, 26 პროცენტი კი პირიქით, ხოლო 12 პროცენტისთვის არ აქვს მნიშვნელობა.
ჩვეულებრივ, სკამზე ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინების ორი გზა არსებობს: ერთი მუხლზე მუხლის სწორება, მეორე კი კოჭზე კოჭის გადადება. მაგრამ, რაც არ უნდა კომფორტული იყოს ჯდომის ეს პოზები, საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
მოდით, გავეცნოთ მტკიცებულებებს.👇🏼
კვლევამ აჩვენა, რომ ფეხებგადაჯვარედინებულმა ჯდომამ შეიძლება გაზარდოს თეძოების განლაგების დარღვევის ფაქტორი.
ასე ჯდომისას, ერთი თეძო მეორეზე მაღლაა, რაც იწვევს სისხლის მოძრაობის სიჩქარის ცვლილებას ქვედა კიდურების სისხლძარღვებში, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების რისკი.
კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ მუხლზე მუხლის სწორება უფრო უარესია, ვიდრე კოჭების.
მართლაც, ასეთმა ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება ვენებში სისხლის დაგროვების გამო, გულს კი ამის საწინააღმდეგოდ მოუწევს მუშაობა.
ამან კი შეიძლება გაზარდოს სისხლძარღვების დაზიანების რისკი, ასე რომ, როდესაც არტერიულ წნევას იზომავთ, ორივე ფეხი იატაკზე უნდა გედოთ.
• რაც უფრო ხანგრძლივად და ხშირად იჯდებით ფეხი-ფეხზე გადადებული, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ განივითაროთ ცვლილებები კუნთების სიგრძეში და მენჯის ძვლების მდებარეობაში.
იმის გამო, რომ ადამიანის ჩონჩხის ყველა ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება, ფეხების გადაჯვარედინებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და მხრების განლაგების ცვლილება.
კისრის ძვლებში ცვლილებების გამო, თქვენი თავის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან ხერხემალი, მენჯის ზემოთ, სიმძიმის ცენტრს ინარჩუნებს, რაშიც ხელს უშლის ფეხების არასწორი განლაგებიდან დაწყებული 'არეულობა'.
ასევე, კისერი შეიძლება დაზარალდეს იმის გამო, რომ არასწორი ჯდომის მომენტში სხეულის ერთი მხარე მეორეზე სუსტია.
იგივე დისბალანსი შეიძლება შეინიშნოს მენჯისა და ზურგის ქვედა კუნთებში, ცუდი პოზის, სტრესისა და დაძაბვის შედეგად, რომელიც გამოწვეულია ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომით.
ასევე, შეიძლება, რომ მენჯმაც განიცადოს დისბალანსი საჯდომის კუნთების ერთ მხარეს ხანგრძლივი დაჭიმვის გამო, რაც პირდაპირ ნიშნავს ამ კუნთების შესუსტებას.
ხანგრძლივად ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა ზრდის სქოლიოზის (ხერხემლის არანორმალური პოზიცია) და სხვა დეფორმაციის განვითარების შანსებს.
მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ბარძაყის ძვლის ძლიერი ტკივილის სინდრომი.
ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ფეხების გადაჯვარედინებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სპერმის წარმოებაზე.
ეს იმიტომ ხდება, რომ სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა უნდა იყოს 2 °C-დან 6 °C-მდე, სხეულის სტანდარტული ტემპერატურის ქვემოთ.
ჯდომისას კი სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა ისედაც 2°C-ით იმატებს, ხოლო ფეხების გადაჯვარედინება ტემპერატურის 3,5°C-ით გაზრდას იწვევს.
სათესლე ჯირკვლებისა და პარკის ტემპერატურის ზრდას კი შეუძლია სპერმის რაოდენობისა და ხარისხის შემცირება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებისა და მამაკაცების ანატომიაში განსხვავებების გამო, ალბათ, ქალებისთვის, ბევრად უფრო ადვილია ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა იმიტომ, რომ მამაკაცებს ბარძაყებს შორის მოძრაობის შემცირებული დიაპაზონი აქვთ.
• ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის. მაგალითად, 2016 წლის ერთმა პატარა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთი ფეხი მეორეზე გრძელი აქვთ, ჯვარედინი ჯდომა შეიძლება დაეხმაროს მენჯის ორი მხარის სიმაღლის რეგულირებას, სწორების გაუმჯობესებას.
ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა ასევე ამცირებს ზოგიერთი კუნთის აქტივობას ჩვეულებრივი ჯდომის პოზასთან შედარებით. ეს დაგეხმარებათ დაასვენოთ ძირითადი კუნთები და თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა.
ანალოგიურად, არსებობს მტკიცებულება, რომ ჯდომის აღნიშნული პოზა აუმჯობესებს საკრალური სახსრის სტაბილურობას, რომელიც პასუხისმგებელია წონის გადაცემაზე ხერხემალსა და ფეხებს შორის.
რაც შეეხება იოგას ცნობილ პოზას (ლოტუსის პოზა), არსებობს შეზღუდული მტკიცებულება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ამ პოზაში გატარებულმა ხანგრძლივმა პერიოდმა გამოიწვიოს ზოგიერთი პრობლემა, როგორსაც იწვევს ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა.
მართლაც, ბევრი ადამიანისთვის იოგა უზარმაზარი სარგებლის მომტანია.
მათთვისაც კი, ვისაც უკვე მუხლების პრობლემები აღენიშნება.
დასკვნა შემდეგნაირია: უმჯობესია არ გადააჯვარედინოთ ფეხები, თუ ეს შესაძლებელია.
თუმცა, ბევრი რისკ-ფაქტორი, რასაც იწვევს ფეხების გადაჯვარედინება, ასევე შესაძლოა გამწვავდეს სხვა ძირითადი პრობლემებით, როგორებიცაა უმოძრაო ცხოვრების წესი და ჭარბი წონა.
ამის გათვალისწინებით, მთავარი რჩევაა, არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში დიდი ხნის განმავლობაში და იყოთ რეგულარულად აქტიური.
მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.